https://sputnik-georgia.com/20230813/-----93---281194307.html
მასშტაბური ხანძრები ჰავაიზე: დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
მასშტაბური ხანძრები ჰავაიზე: დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პოპულარული ტურისტული ქალაქი ლაჰაინა 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T17:21+0400
2023-08-13T17:21+0400
2023-08-13T17:21+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281108460_81:0:1420:753_1920x0_80_0_0_9f823bc0d5bfe4ad59dcb0df600a651b.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, იუწყება მაუის ოლქის ხელისუფლება.მაუის და დიდ კუნძულებზე ძლიერი ხანძარი მშრალი და ცხელი ამინდის გამო დაიწყო და ქარიშხალ დორას მიერ მოტანილი ძლიერი ქარის გამო გაძლიერდა. ხანძრის ზოგიერთი კერა 400 ჰექტარ ფართობს აღწევს.მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხელისუფლების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პოპულარული ტურისტული ქალაქი ლაჰაინა. საუბარია ათასობით სახლზე. ხელისუფლებას გზების გადაკეტვა უწევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ასობით ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია.აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უბრძანა ჰავაის ფედერალური დაქვემდებარების ყველა სტრუქტურას, მათ შორის სამხედროებს, ჩაერთონ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და ვერტმფრენები გაგზავნეს.ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281108460_248:0:1252:753_1920x0_80_0_0_509534d61a8866ff43086daebe03481c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სტიქიური მოვლენები, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მსოფლიოს ახალი ამბები, სტიქიური მოვლენები, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მასშტაბური ხანძრები ჰავაიზე: დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პოპულარული ტურისტული ქალაქი ლაჰაინა
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, იუწყება მაუის ოლქის ხელისუფლება.
მაუის და დიდ კუნძულებზე ძლიერი ხანძარი მშრალი და ცხელი ამინდის გამო დაიწყო და ქარიშხალ დორას მიერ მოტანილი ძლიერი ქარის გამო გაძლიერდა. ხანძრის ზოგიერთი კერა 400 ჰექტარ ფართობს აღწევს.
მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხელისუფლების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პოპულარული ტურისტული ქალაქი ლაჰაინა. საუბარია ათასობით სახლზე. ხელისუფლებას გზების გადაკეტვა უწევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ასობით ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უბრძანა ჰავაის ფედერალური დაქვემდებარების ყველა სტრუქტურას, მათ შორის სამხედროებს, ჩაერთონ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და ვერტმფრენები გაგზავნეს.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.