https://sputnik-georgia.com/20230812/tbilservis-jgufi-281152783.html
არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები ქუჩებში: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები ქუჩებში: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. უნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და... 12.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-12T13:50+0400
2023-08-12T13:50+0400
2023-08-12T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/92/247449263_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_fc62f8f5d0e096c9de245cfdba934240.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. უნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და ძველი ავეჯი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში.საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია ჩატარდა, რა დროსაც სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ ისაუბრა. გზისპირას არსებული ტერიტორია, როგორც ინერტული, ისე, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა.„გლდანის პოლიგონზე ინერტული ნარჩენის განთავსების ტარიფები არის ეკონომიური, ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. პოლიგონზე ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში დავტოვოთ სამშენებლო ნარჩენი, დავაბინძუროთ, დააზიანოს ჩვენი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც ისევ დედაქალაქს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ინერტული ნარჩენი ჩუღურეთის რაიონში კიდევ 15-მდე ლოკაციიდან გაიტანეს. მსგავსი დასუფთავების სამუშაოები თბილისის ყველა რაიონში მიმდინარეობს, აღნიშნეს საქალაქო სამსახურში.გლდანის პოლიგონზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ის 500 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ჯარიმა კი 30 ათას ლარს შეადგენს (ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 32).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/92/247449263_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_1b71d9711df285d35ce6ef974c61585a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. უნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და ძველი ავეჯი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში.
საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.
მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია ჩატარდა, რა დროსაც სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ ისაუბრა. გზისპირას არსებული ტერიტორია, როგორც ინერტული, ისე, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა.
„გლდანის პოლიგონზე ინერტული ნარჩენის განთავსების ტარიფები არის ეკონომიური, ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. პოლიგონზე ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში დავტოვოთ სამშენებლო ნარჩენი, დავაბინძუროთ, დააზიანოს ჩვენი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც ისევ დედაქალაქს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ინერტული ნარჩენი ჩუღურეთის რაიონში კიდევ 15-მდე ლოკაციიდან გაიტანეს. მსგავსი დასუფთავების სამუშაოები თბილისის ყველა რაიონში მიმდინარეობს, აღნიშნეს საქალაქო სამსახურში.
გლდანის პოლიგონზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ის 500 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ჯარიმა კი 30 ათას ლარს
შეადგენს (ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 32).