რუსთავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerადამიანი დანით
ადამიანი დანით - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2023
გამოწერა
ჩხუბის დროს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. რუსთავში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით ყოფილი ცოლი დაჭრა, იუწყება „ინფო რუსთავი".
შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით , 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი დაიწყო, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი „კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მამაკაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - „ინფო-რუსთავი“
ყველა ახალი ამბავი
0