https://sputnik-georgia.com/20230812/------281150293.html
დიდგორობა: საქართველოში დიდი გამარჯვების დღეს აღნიშნავენ
დიდგორობა: საქართველოში დიდი გამარჯვების დღეს აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ის უდიდეს ბრძოლად მიიჩნევა საქართველოს ისტორიაში 12.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-12T11:00+0400
2023-08-12T11:00+0400
2023-08-12T11:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სიამაყე
საქართველოს ისტორიიდან
ფაქტები ისტორიიდან
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/86/246218692_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_dda3b1f35ade185f2a5f005897715dd5.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა.დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდება. სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა.დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობად სხვადასხვა ცნობებში 500-600 ათასიც კი არის დასახელებული, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსებს ეს რიცხვი გადაჭარბებულად მიაჩნიათ. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. მაგრამ ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით ძალიან არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს.დავით IV-ის განკარგულებაში სულ 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი“ („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე ევროპელებს ეძახდნენ).ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. ამან კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაარღვია. და სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავით აღმაშენებელი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდნენ შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი მებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს და ბოლომდე სდიეს. დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა.ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/86/246218692_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_459e78e7489c2d4badb655efe4864d1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან , საზოგადოება
დიდგორობა: საქართველოში დიდი გამარჯვების დღეს აღნიშნავენ
11:00 12.08.2023 (განახლებულია: 11:24 12.08.2023) დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ის უდიდეს ბრძოლად მიიჩნევა საქართველოს ისტორიაში
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა.
დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდება. სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.
სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობად სხვადასხვა ცნობებში 500-600 ათასიც კი არის დასახელებული, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსებს ეს რიცხვი გადაჭარბებულად მიაჩნიათ. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. მაგრამ ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით ძალიან არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს.
დავით IV-ის განკარგულებაში სულ 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი“ („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე ევროპელებს ეძახდნენ).
ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. ამან კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაარღვია. და სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავით აღმაშენებელი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდნენ შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი მებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს და ბოლომდე სდიეს. დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.