https://sputnik-georgia.com/20230811/walenjixa-mewyeri-281145569.html
კიდევ ერთი მეწყერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: გეოლოგების დასკვა ცნობილია
კიდევ ერთი მეწყერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: გეოლოგების დასკვა ცნობილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მეწყრული პროცესის საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა... 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T22:54+0400
2023-08-11T22:54+0400
2023-08-11T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23954/95/239549501_0:92:1848:1132_1920x0_80_0_0_31cd2dcd98926daac1aaf8f62cb5938e.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მეწყრული პროცესის საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, ნათქვამია საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.წალენჯიხაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ცნობილი 8 აგვისტოს გახდა. კლდოვანმა მასამ მდინარე ტებენეს კალაპოტი გადაკეტა, რამაც დაგუბება გამოიწვია.სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას 9 აგვისტოს გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23954/95/239549501_109:0:1741:1224_1920x0_80_0_0_81224e4f29c641eef0fdfb5a83f0860a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები, საქართველო, ბუნებრივი კატასტროფები
კიდევ ერთი მეწყერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: გეოლოგების დასკვა ცნობილია
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მეწყრული პროცესის საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, ნათქვამია საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
წალენჯიხაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ცნობილი 8 აგვისტოს გახდა. კლდოვანმა მასამ მდინარე ტებენეს კალაპოტი გადაკეტა, რამაც დაგუბება გამოიწვია.
„საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ: საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან. კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში“, - ნათქვამია დასკვნაში.
სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას 9 აგვისტოს გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს.