https://sputnik-georgia.com/20230811/qutaissi-metalurgiuli-qarxana-daxures-281139489.html
ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა დახურეს
ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა დახურეს
Sputnik საქართველო
კომპანია საქმიანობდა წესების დარღვევით, აუცილებელი მოწყობილობების გამოყენების გარეშე, რის გამოც გარემოს ზიანი მიადგა. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T18:57+0400
2023-08-11T18:57+0400
2023-08-11T18:57+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქუთაისი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/46/239104634_89:0:3749:2059_1920x0_80_0_0_d258f72dafbbc24e2395dd53cbeab2bd.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსს" გამოვლენილი დარღვევების გამო აღარ აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, იუწყება საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარხანაში ინსპექტირება არაერთხელ განახორციელეს და არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს. კომპანია საქმიანობას განაგრძობდა წესების დარღვევით, აუცილებელი მოწყობილობების გამოყენების გარეშე, რის გამოც გარემოს ზიანი მიაყენა, რაც, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე, „ამბიკონ სტილსი" ქუთაისის სასამართლომ არაერთხელ სცნო სამართალდამრღვევად. 2019 წელს სასამართლოს დადგენილებით კომპანიას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმების გარეშე საქმიანობის შედეგად გამოანგარიშებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. 2021 წელს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი" 15 ათასი ლარით დააჯარიმა, 2022 წელს კი - 45 ათასი ლარით. ასევე კომპანიას უდგინდებოდა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრაზე არ უზრუნია. საქართველოს ცენტრალურ ზონაში ჰაერი უფრო სუფთა გახდება>>შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ბიზნესსექტორთან, რათა მათ შეძლონ ეფექტიანი ოპერირება, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ამავდროულად, კომპანიები ვალდებული არიან შეასრულონ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმიანობის პროცესში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებისთვის. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების გზით, გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები, რეგულარულად აკონტროლებენ ქვეყანაში მოქმედ საწარმოებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/46/239104634_547:0:3292:2059_1920x0_80_0_0_dbd18d87c4289ff9970c880ed502700f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქუთაისი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქუთაისი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა დახურეს
კომპანია საქმიანობდა წესების დარღვევით, აუცილებელი მოწყობილობების გამოყენების გარეშე, რის გამოც გარემოს ზიანი მიადგა.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსს" გამოვლენილი დარღვევების გამო აღარ აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, იუწყება საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარხანაში ინსპექტირება არაერთხელ განახორციელეს და არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს.
კომპანია საქმიანობას განაგრძობდა წესების დარღვევით, აუცილებელი მოწყობილობების გამოყენების გარეშე, რის გამოც გარემოს ზიანი მიაყენა, რაც, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე, „ამბიკონ სტილსი" ქუთაისის სასამართლომ არაერთხელ სცნო სამართალდამრღვევად. 2019 წელს სასამართლოს დადგენილებით კომპანიას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმების გარეშე საქმიანობის შედეგად გამოანგარიშებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
2021 წელს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი" 15 ათასი ლარით დააჯარიმა, 2022 წელს კი - 45 ათასი ლარით. ასევე კომპანიას უდგინდებოდა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრაზე არ უზრუნია.
შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ბიზნესსექტორთან, რათა მათ შეძლონ ეფექტიანი ოპერირება, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ამავდროულად, კომპანიები ვალდებული არიან შეასრულონ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმიანობის პროცესში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებისთვის.
ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების გზით, გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები, რეგულარულად აკონტროლებენ ქვეყანაში მოქმედ საწარმოებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.