https://sputnik-georgia.com/20230811/mrebrishvili-dnm-281143635.html
თემურ მღებრიშვილი: ამ ეტაპზე ოთხი ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით
თემურ მღებრიშვილი: ამ ეტაპზე ოთხი ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში მაშველები 9 ადამიანს ეძებენ. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T21:44+0400
2023-08-11T21:44+0400
2023-09-18T13:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24339/39/243393969_271:171:954:555_1920x0_80_0_0_f7ba14d159c355b8b5dec64c1aafc8ea.png
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნაპოვნი ოთხიცხედრის დნმ პასუხს ველოდებით, გარდა ამისა ადამიანის სამი ფრაგმენტია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.შოვში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შეიძლება ადამიანები ყოფილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და „მჟავე წყლებისკენ" მიმავალი გზაა.სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც.სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24339/39/243393969_153:0:893:555_1920x0_80_0_0_9cc4adde05e32ea3f6aa572055996592.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მეწყერი რაჭაში
ახალი ამბები, საქართველო, მეწყერი რაჭაში
თემურ მღებრიშვილი: ამ ეტაპზე ოთხი ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით
21:44 11.08.2023 (განახლებულია: 13:12 18.09.2023) ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში მაშველები 9 ადამიანს ეძებენ.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ნაპოვნი ოთხიცხედრის დნმ პასუხს ველოდებით, გარდა ამისა ადამიანის სამი ფრაგმენტია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.
„მდინარის მონიტორინგი პირველივე დღიდან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდა ადგილზე გადამოწმება. ეს არის სავარაუდოდ ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ, 54 კმ სიგრძის პერიმეტრი გაკონტროლდება. ეს არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდინარის კალაპოტი გაშლილია“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.
სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.
ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შეიძლება ადამიანები ყოფილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და „მჟავე წყლებისკენ" მიმავალი გზაა.
სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.
სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.