https://sputnik-georgia.com/20230811/laguna-vere-ra-elodeba-auzs-281138917.html
ისტორიული აუზი თბილისში დარჩება - რა ელოდება „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას
ისტორიული აუზი თბილისში დარჩება - რა ელოდება „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას
Sputnik საქართველო
„ლაგუნა ვერე" ყოფილი სპორტული კომპლექსია თბილისის ცენტრში. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T18:29+0400
2023-08-11T18:29+0400
2023-08-11T18:29+0400
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274242888_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_1021e800fa5b9929ae8527002afd1513.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება, ნათქვამია კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტის" განცხადებაში. „ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა. გარიგების ღირებულებას უცნობია. კომპანია პირობას დებს, რომ კომპლექსს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. მულტიფუნქციურ კომპლექსს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის გვერდით ტერიტორიაზე ააშენებენ. ყოფილ სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეზე" ოთხი აუზია, მათ შორის ერთი - დახურული. „ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. „ნეო სითი დეველოპმენტი" 2023 წელს დაარსდა. მისი მფლობელია ყოფილი დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან" მარიკა ვერულაშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274242888_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d1fd62bee84c52d893bac6afd9994e9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ისტორიული აუზი თბილისში დარჩება - რა ელოდება „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას
„ლაგუნა ვერე" ყოფილი სპორტული კომპლექსია თბილისის ცენტრში.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება, ნათქვამია კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტის" განცხადებაში.
„ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა. გარიგების ღირებულებას უცნობია.
„დაგეგმილია საცურაო კომპლექს „ლაგუნას" აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია პირობას დებს, რომ კომპლექსს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.
მულტიფუნქციურ კომპლექსს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის გვერდით ტერიტორიაზე ააშენებენ.
ყოფილ სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეზე" ოთხი აუზია, მათ შორის ერთი - დახურული.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
„ნეო სითი დეველოპმენტი" 2023 წელს დაარსდა. მისი მფლობელია ყოფილი დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან" მარიკა ვერულაშვილი.