https://sputnik-georgia.com/20230811/---24---281141636.html
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T18:41+0400
2023-08-11T18:41+0400
2023-08-11T18:41+0400
საქართველო
მეწყერი რაჭაში
ბუნებრივი კატასტროფები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0b/281130419_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_d1689eed04a40c153f63f740f1d63e7a.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. დღეს კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 9 ადამიანი.შოვში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შეიძლება ადამიანები ყოფილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და „მჟავე წყლებისკენ" მიმავალი გზაა.სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც.სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0b/281130419_114:303:1529:1365_1920x0_80_0_0_cadba5e1c92d902b7908bf461aece464.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მეწყერი რაჭაში, ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მეწყერი რაჭაში, ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოება, ახალი ამბები
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. დღეს კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 9 ადამიანი.
„დღეს სულ აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. ათ ლოკაციაზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგგრძელდება“,- აღნიშნა ქარსელაძემ.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.
სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.
ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შეიძლება ადამიანები ყოფილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და „მჟავე წყლებისკენ" მიმავალი გზაა.
სტიქიის ზონაში მიუვალ ადგილებში დამატებით დამონტაჟდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზე მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. მაშველები პროცესში იყენებენ მეტალოდეტექტორებსაც.
სამძებრო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თავდაცვის ძალებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ შოვში ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება არ დგას.