https://sputnik-georgia.com/20230811/------281140729.html
ბათუმში პაციენტები გაუმჯობესებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ
ბათუმში პაციენტები გაუმჯობესებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ
Sputnik საქართველო
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T19:39+0400
2023-08-11T19:39+0400
2023-08-11T19:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
აჭარის მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249653195_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_e5d9e5c28ec7b56dbf673cc1306cbfb0.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მალე 50 ათასზე მეტი პაციენტი სამედიცინო მომსახურების მიღებას თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისთვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება.ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს.რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს „სასწრაფო დახმარების" სამსახური. ამ პროექტის წყალობით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა.აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ შესაბამისი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მშენებლობის პროექტის დოკუმენტაცია არაუმეტეს 110 კალენდარულ დღეში უნდა მოამზადოს.მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249653195_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_1caba6d72db5a55ef84e21bb91d6893e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
ბათუმში პაციენტები გაუმჯობესებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მალე 50 ათასზე მეტი პაციენტი სამედიცინო მომსახურების მიღებას თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისთვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება.
ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს „სასწრაფო დახმარების" სამსახური. ამ პროექტის წყალობით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ შესაბამისი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მშენებლობის პროექტის დოკუმენტაცია არაუმეტეს 110 კალენდარულ დღეში უნდა მოამზადოს.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება.