უეფას კონფერენს-ლიგა: გორის „დილა" კვიპროსის გუნდთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerგორის „დილა"
გორის „დილა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საპასუხო მატჩი 17 აგვისტოს სტუმრად გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „აპოელში" ორი ქართველი თამაშობს – გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. გორის „დილამ" უეფას კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი კვიპროსის "აპოელთან" გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
თბილისში, „დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრას 15 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„დილა" პირველ ტაიმში თამაშს აკონტროლებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.
თამაშის ხასიათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა - გორელებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა იმარჯვეს სტუმრებმა - 64-ე წუთზე „აპოელმა" საჯარიმო დარტყმით ანგარიშის სხვაობა გაზარდა
საპასუხო მატჩი 17 აგვისტოს სტუმრად გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „აპოელში" ორი ქართველი თამაშობს – გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.
ყველა ახალი ამბავი
0