„დამზადებულია საქართველოში“: თბილისში ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა იხსნება

© photo: Sputnik / Stringerეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ალექსანდრ ფლორენსკი საქართველოში პირველად 1982 წელს მოხვდა, შემდეგ უკვე 25 წლის მერე ესტუმრა და აქ დარჩენაც გადაწყვიტა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების პერსონალური გამოფენა „დამზადებულია საქართველოში“ 10 აგვისტოს იხსნება.
საქართველო ცოლ-ქმარი ფლორენსკების შემოქმედებითი ტანდემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს შესახებ შექმნილი სერიები: ნაივური სტილით შესრულებული თბილისისა და ბათუმის ხედები, ადგილობრივი მეგობრების პორტრეტები, ქართული ანბანის სერია და ძველთბილისური დუქნის აბრების მოგონებები.
© photo : Личный архив А.Флоренскогоალექსანდრ ფლორენსკი
Художник Александр Флоренский - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
ალექსანდრ ფლორენსკი
ალექსანდრ ფლორენსკის წინაპრები საქართველოდან იყვნენ. ბაბუა, ანდრეი ფლორენსკი და მისი ძმა, ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკი თბილისში დაიბადნენ. დიდი ბაბუა, ინჟინერ-მშენებელი ასევე თბილისში დაიბადა და გზებისა და ხიდების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. მისი პირველი პროექტი ბათუმი–ახალციხის გზა იყო.
ალექსანდრ ფლორენსკი – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, 1960 წელს ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება Митьки-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.) და პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.).
© FB/ Александр Флоренский„ხინკალი"
ხინკალი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
„ხინკალი"
ფლორენსკი ასევე არის კოლექციონერი – ის თანამედროვე ქართველი და რუსი მხატვრების ნამუშევრებს აგროვებს. მეუღლესთან, ოლგა ფლორენსკაიასთან ერთად არაერთი მხატვრული და საგამომცემლო პროექტი განახორციელა.
ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევართა ექსპოზიციებს სხვადასხვა დროს მრავალი კერძო გალერეა და სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობდა. მათ შორისაა: Totibadze Gallery (არტ-ცენტრი ВИНЗАВОД, მოსკოვი, რუსეთი), სახელმწიფო რუსული მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი, რუსეთი) და ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი).
© Личный архив А.Флоренскогоალექსანდრ ფლორენსკი
Александр Флоренский - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
ალექსანდრ ფლორენსკი
ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში.
ფლორენსკი წიგნის გრაფიკის სფეროშიც აქტიურად მუშაობს. მას ეკუთვნის სერგეი დოვლატოვის, ბორის გრებენშჩიკოვისა და სხვების გამოცემების მხატვრული გაფორმება.
ფლორენსკი ასევე ავტორია პროექტების – „თბილისური ანბანი“ და „ქართული ანბანი“. ესაა თბილისისა და მთლიანად საქართველოს სხვადასხვა ადგილის უნიკალური მეგზური.
© FB // Александр Флоренский ალექსანდრ ფლორენსკის „ბათუმის პორტი ღამით"
Батумский порт ночью Александр Флоренский - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
ალექსანდრ ფლორენსკის „ბათუმის პორტი ღამით"
ოლგა ფლორენსკაია – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება.
მეუღლესთან ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ Митьки-ს შექმნის ერთ-ერთი მოთავე (1985) და სანქტ-პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ოლგა ფლორენსკაიამ სახელი გაითქვა ქაღალდისა და ქსოვილისგან შექმნილი კოლაჟებით.
© Courtesy of Florensky Familyალექსანდრ და ოლგა ფლორენსკები
Александр и Ольга Флоренские - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
ალექსანდრ და ოლგა ფლორენსკები
მის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობდნენ როგორც კერძო გალერეები, ასევე სახელმწიფო მუზეუმები. მათ შორის: ნატიფი ხელოვნების აკადემიის მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი), Gallerie Vallois Sculpture (პარიზი), OAT gallery (თბილისი) და Totibadze Gallery (მოსკოვი).
მისი ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ლონდონის VICTORIA & ALBERT-ისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში.
© FB/Александр Флоренский„ვარლამიშვილის ქუჩა ქუთაისში"
ვარლამიშვილის ქუჩა ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
„ვარლამიშვილის ქუჩა ქუთაისში"
ალექსანდრ ფლორენსკი საქართველოს პირველად 1982 წელს ეწვია. შემდეგ უკვე – 25 წლის შემდეგ და აქ დარჩენა გადაწყვიტა.
გამოფენა, რომელიც LICHT Gallery-ს მხარდაჭერით გაიმართება, 18 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია 9 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
ყველა ახალი ამბავი
0