მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სოფელს „სახის მჭამელი უცხოპლანეტელები“ შეეჩვივნენ: დაწყებულია გამოძიება - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სოფლის მოსახლეობა, რომელსაც, ადგილობრივების მტკიცებით, „სახის მჭამელი“ უცხოპლანეტელები ესხმიან თავს, პოლიციასა და არმიას დახმარებას სთხოვს, ხელისუფლებამ უკვე გაგზავნა სოფელში შეიარაღებული ძალოვნები და ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება Daily Express.
საუბარია პერუს პატარა სოფელ ლორეტოზე, რომელშიც იკიტუს ტომი ცხოვრობს. ტომის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 11 ივლისის შემდეგ მათ არაერთხელ მოუხდათ უცნაურ არსებებთან შეხვედრა და შეჯახებაც კი.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს ორ მეტრზე მაღალი, დიდთავა და ყვითელთვალებიანი არსებები არიან. ერთ-ერთი მათგანი 15 წლის გოგონას დაესხა თავს და კისერში დაჭრა. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა.
ადგილობრივების თქმით, „უცხოპლანეტელების“ მორიგი თავდასხმის შიშით ღამეები არ ეძინათ და ამიტომ სოფლის პატრული ჩამოაყალიბეს სამორიგეოდ — ქალებისა და ბავშვების დასაცავად.
ამასთან ლორეტოს მოსახლეობა ირწმუნება, რომ უცნაურ თავდამსხმელებს ცეცხლსასროლი იარაღი ვერაფერს ვნებს და როცა მოესურვებათ, შეუძლიათ გაქრნენ კიდეც.

„ერთ მათგანს ორჯერ ვესროლე, მაგრამ არაფერი დაუშავდა — ფეხზე წამოდგა და გაქრა“, — აცხადებს თემის ლიდერი ჰაიტო რეატეგი დავილა.

ამ დროისათვის ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს გამოძიება, მაგრამ შესაძლოა სოფლისთვის დახმარების გაწევა რთული აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ სოფელი ლორეტო ლიმიდან იმდენად შორს მდებარეობს, რომ იქამდე მისვლას სამდინარო გზით 10 საათი სჭირდება.
ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაარკვიონ, რასთან აქვთ საქმე — ფოლკლორთან, მისტიფიკაციასთან თუ მართლაც არამიწიერ არსებებთან.
ყველა ახალი ამბავი
0