ქართული საფეხბურთო კლუბი უეფას კონფერენს-ლიგაში ბრძოლას განაგრძობს

© courtesy of FC Dila Goriფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ორი ქართული კლუბი – თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ ამ სეზონში ევროთასების გათამაშებას გამოეთიშა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. გორის „დილა“ უეფას კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს კვიპროსის „აპოელის“ წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი 10 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 17 აგვისტოს სტუმრად გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „აპოელში“ ორი ქართველი თამაშობს – გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.
პირველ შესარჩევ ეტაპზე „დილამ“ „დუნაის სტრადას“, ხოლო მეორე ეტაპზე უკრაინის „ვორსკლას“ მოუგო.
კიდევ ორი ქართული გუნდი – თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ ამ სეზონში ევროთასების გათამაშებას გამოეთიშა.
ყველა ახალი ამბავი
0