მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

FBI-ს აგენტებმა მოკლეს მამაკაცი, რომელიც ბაიდენს ემუქრებოდა - ვიდეო

© AP Photo / Susan Walsh
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლებმა მოკლეს მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოკვლით ემუქრებოდა, იუწყება ტელეკომპანია NBC.
გავრცელებული ინფორმაციით, კრეიგ რობერტსონი პრეზიდენტის მოკვლას გეგმავდა 9-10 აგვისტოს მისი იუტას შტატში ვიზიტის დროს. ამის შესახებ ის ღიად წერდა სოციალურ ქსელში და აცხადებდა, რომ ამისთვის უკვე ამზადებდა შაშხანას. ამასთან იმედს გამოთქვამდა, რომ ამით იუტა სახელს გაითქვამდა, როგორც „ადგილი, სადაც სნაიპერმა ბაიდენი მოკლა“.
ამ მუქარებიდან გამომდინარე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეცაგენტები რობერტსონის სახლში მივიდნენ მის დასაპატიმრებლად, მაგრამ დაკავების მცდელობისას ის მოკლეს.
ინფორმირებულმა პირმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ FBI SWAT-ის თანამშრომლებმა რობერტსონს ორდერები წარუდგინეს და დამორჩილება უბრძანეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა აგენტებს იარაღი დაუმიზნა.
გამოძიების თანახმად, მას ხელში სნაიპერული შაშხანა ეჭირა, ხოლო სახლის ჩხრეკისას მოზრდილი არსენალი და დამცავი უნიფორმაც აღმოაჩინეს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კრეიგ რობერტსონი ბოლო თვეების განმავლობაში სხვა დემოკრატ პოლიტიკოსებსა და პროკურორებსაც ემუქრებოდა, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ.
ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაციის შემდეგ FBI-ს აგენტები ჯერ კიდევ მარტში მივიდნენ რობერტსონის სახლში, მაგრამ მან ორდერის გარეშე მათთან საუბარზე უარი თქვა. მერე კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავდა, რომ აგენტები ვერც კი მიხვდნენ, რამდენად ახლოს იყვნენ „ბაბახთან“, რაც აშკარად მიუთითებდა, რომ ის მზად იყო იარაღის გამოსაყენებლად.
ყველა ახალი ამბავი
0