https://sputnik-georgia.com/20230810/10-agvisto-gia-yancelis-dabadebis-drea-281098950.html
10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა
10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა
Sputnik საქართველო
გენიალურ კომპოზიტორს, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გია ყანჩელს დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T14:05+0400
2023-08-10T14:05+0400
2023-08-17T19:47+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249288750_0:0:1747:983_1920x0_80_0_0_4eb531d54ed875f02679736dca77ff32.jpg
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში" და სხვ....1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადასაღებად ემზადებოდა. იგი თავის ფილმებში მუსიკას თავიდანვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ სჭირდებოდა კომპოზიტორი „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“. ფილმზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მუსიკა „კინემატოგრაფიულია“. მართლაც, ყანჩელს აქვს უნარი, გამოხატოს ეპიზოდის განწყობა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ფილმის აღქმასა და მაყურებლის განწყობის შექმნაში.1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: „გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და ამავე დროს ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, მეორე მხრივ კი გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის — კინომუსიკაში“.გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.„ყვითელი ფოთლების სიჩუმის დღე“ – ემოციური ვიდეო, რომელიც გია ყანჩელს მიუძღვნეს>>გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
https://sputnik-georgia.com/20191004/yviteli-potlebi-haagashi-246669134.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249288750_222:0:1571:1012_1920x0_80_0_0_864aa39df4e23bad644f50b564e53f3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა
14:05 10.08.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) გენიალურ კომპოზიტორს, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გია ყანჩელს დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).
მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში" და სხვ.
...1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადასაღებად ემზადებოდა. იგი თავის ფილმებში მუსიკას თავიდანვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ სჭირდებოდა კომპოზიტორი „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“. ფილმზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მუსიკა „კინემატოგრაფიულია“. მართლაც, ყანჩელს აქვს უნარი, გამოხატოს ეპიზოდის განწყობა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ფილმის აღქმასა და მაყურებლის განწყობის შექმნაში.
1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: „გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და ამავე დროს ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, მეორე მხრივ კი გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის — კინომუსიკაში“.
გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია
1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი 1987 — პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია 1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია 2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში საქართველოს სახალხო არტისტი 2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.
გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.