https://sputnik-georgia.com/20230810/-------281115314.html
თბილისთან ახლოს ნავთობის თანამედროვე ტექნოლოგიებით მოპოვება დაიწყო
თბილისთან ახლოს ნავთობის თანამედროვე ტექნოლოგიებით მოპოვება დაიწყო
Sputnik საქართველო
პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25 მილიონი ლარია. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T18:00+0400
2023-08-10T18:00+0400
2023-08-10T22:02+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281114393_0:170:2048:1322_1920x0_80_0_0_8185ace67e63b62a55f3874d4e0fad94.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე რუსთავთან ახლოს ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესს გაეცნო, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს პრეს-სამსახური.სოფელ მთისძირთან არსებულ ჭაბურღილებს კომპანია Block Energy ჰორიზონტული ბურღვის ტექნოლოგიით ამუშავებს, რის შედეგადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებლები თითქმის გაორმაგდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის პროდუქციის სახელმწიფო წილი, სავარაუდოდ, 150%-ით გაიზრდება.პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე ძალიან აქტიურად მონაწილეობს მიმდებარე სოფლების სოციალურ პროგრამებში და დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში აპირებს ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით დაამუშაოს გაზის საბადოებიც.თბილისთან ახლოს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის საბადოს აღმოჩენის ფაქტი 2022 წლის ზაფხულში დადასტურდა.Block Energy plc ლონდონის საფონდო ბირჟის საერთაშორისო ბაზარზე რეგისტრირებული ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ხუთ პროექტს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია როგორც ადრე აღმოჩენილი საბადოების განვითარებაზე, ასევე ახალი საბადოების აღმოჩენაზე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281114393_156:0:1975:1364_1920x0_80_0_0_157288edb945c770f19fc95aa89463a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისთან ახლოს ნავთობის თანამედროვე ტექნოლოგიებით მოპოვება დაიწყო
18:00 10.08.2023 (განახლებულია: 22:02 10.08.2023) პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25 მილიონი ლარია.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე რუსთავთან ახლოს ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესს გაეცნო, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს პრეს-სამსახური.
სოფელ მთისძირთან არსებულ ჭაბურღილებს კომპანია Block Energy ჰორიზონტული ბურღვის ტექნოლოგიით ამუშავებს, რის შედეგადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებლები თითქმის გაორმაგდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის პროდუქციის სახელმწიფო წილი, სავარაუდოდ, 150%-ით გაიზრდება.
„კომპანიას პირველი ფაზის ფარგლებში უნდა დაემუშავებინა ექვსი ჭაბურღილი და აქედან უკვე დამუშავებულია ხუთი. ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს, არის ჰორიზონტალური ლულებით დამუშავება, რაც წარმადობის რამდენჯერმე ზრდას განაპირობებს და ეს დაფიქსირდა უკვე არსებული ხუთი ჭაბურღილის დამუშავებისას“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე ძალიან აქტიურად მონაწილეობს მიმდებარე სოფლების სოციალურ პროგრამებში და დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში აპირებს ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით დაამუშაოს გაზის საბადოებიც.
თბილისთან ახლოს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის საბადოს აღმოჩენის ფაქტი 2022 წლის ზაფხულში დადასტურდა.
Block Energy plc ლონდონის საფონდო ბირჟის საერთაშორისო ბაზარზე რეგისტრირებული ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ხუთ პროექტს საქართველოში.
კომპანია ორიენტირებულია როგორც ადრე აღმოჩენილი საბადოების განვითარებაზე, ასევე ახალი საბადოების აღმოჩენაზე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.