წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გაირკვა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
წილისყრის შედეგად 12 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, კიდევ ოთხი გუნდის ვინაობა კი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ გაირკვევა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გამოავლინა.
თბილისელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად „პრო რეკო“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და საკვალიფიკაციო რაუნდში D ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებენ.
ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება. პირველი მატჩები 22 სექტემბერს ჩატარდება, ამ ეტაპის შეხვედრები 2024 წლის 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. წილისყრის შედეგად 12 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, კიდევ ოთხი გუნდის ვინაობა კი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ გაირკვევა.
საბოლოოდ, ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს (შეხვედრები შინ და სტუმრად ჩატარდება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.
ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0