სიცრუე და დისკრედიტაცია - პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმებაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
უწყების განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არანაირი წინასწარი ინფორმაცია და დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეწყალების შესახებ მსჯავრდებულის ოჯახთან პრეზიდენტის მრჩევლის ანგი ხუციშვილის მოლაპარაკებებს სიცრუე უწოდა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნამაჰვანჰესის" საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებულთაგან ერთ-ერთი პირის ძმას პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების მიზნით საქმის შესწავლას დაჰპირდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციამ ტელეკომპანიის ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ მიმართულია პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არანაირი წინასწარი ინფორმაცია და დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0