https://sputnik-georgia.com/20230810/----------281116900.html
პოლიტიკური ისტერია - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
პოლიტიკური ისტერია - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, ან, თუნდაც, ინტერპელაცია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T18:45+0400
2023-08-10T18:45+0400
2023-09-18T12:52+0400
საქართველო
მეწყერი რაჭაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოპოზიცია
ბუნებრივი კატასტროფები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306408_0:118:1318:859_1920x0_80_0_0_1c6e39e9618760aed06ee5b3492c3341.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ცდილობს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და პოლიტიკური ისტერია შექმნას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომლებზეც პასუხი ვერ მიიღეს. და, მეორეც, თუ მათ აქვთ რაიმე შეკითხვა, მაშინ რამდენად აუცილებელია მათზე საგამოძიებო კომისიის შექმნა.„ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას არ იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები", – განაცხადა პაპუაშვილმა.შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306408_0:65:1318:1054_1920x0_80_0_0_a0fdbb62f2d10ad9bc2e2c9db31bcd80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მეწყერი რაჭაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოპოზიცია, ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მეწყერი რაჭაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოპოზიცია, ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოება, ახალი ამბები
პოლიტიკური ისტერია - პაპუაშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
18:45 10.08.2023 (განახლებულია: 12:52 18.09.2023) პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, ან, თუნდაც, ინტერპელაცია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ცდილობს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და პოლიტიკური ისტერია შექმნას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
„პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, თუნდაც ინტერპელაცია. მათ შეუძლიათ ინტერპელაციის წესით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხზე დაუსვან კითხვები, მოისმინონ პასუხები. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ სტიქიიდან შექმნილ მდგომარეობას", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომლებზეც პასუხი ვერ მიიღეს. და, მეორეც, თუ მათ აქვთ რაიმე შეკითხვა, მაშინ რამდენად აუცილებელია მათზე საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას არ იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები", – განაცხადა პაპუაშვილმა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.