გაზსადენის აფეთქება: ყირიმში რუსი დივერსანტი დააკავეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ყირიმში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით გაზსადენი ააფეთქა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„აღკვეთილია 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ყირიმის რესპუბლიკის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე დივერსიული და ტერორისტული აქტის განხორციელებაში მონაწილეობდა“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი 2022 წლის ივნისში პავლოგრადში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) გადაიბირეს უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა. გადაბირებულმა ტრენინგი გაიარა და ყირიმში წავიდა, სადაც 2023 წლის 23 ივნისს გაზსადენი ააფეთქა დაბა კორეიზში. ამისთვის მან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტისა“ და „ასაფეთქებელი ნივთიერების ან ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გადაცემა, რეალიზაცია, შენახვა, ტრანსპორტირება, გადაცემა ან ტარების“ მუხლებითაა აღძრული.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, საქმის ფიგურანტს ბრალი უკვე წაუყენეს და დააპატიმრეს. მან უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა.
წყარო: „რია ნოვოსტი“
ყველა ახალი ამბავი
0