ხეტყის უკანონო ჭრა: ივლისის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიხის სახერხი
ხის სახერხი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
შემოწმების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 239 კუბური მეტრი ხის მასალა, დალუქულია ხუთი დაურეგისტრირებელი ხის საამქრო.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1-31 ივლისის პერიოდში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 177 ფაქტი გამოავლინეს, აქედან 12 ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს, ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.
გამოვლენილი 177 ფაქტიდან 117 ეხება ხეტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, 60 – ხის საამქროების გამოყენების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას.
ყველაზე მეტი დარღვევა – 41 გამოვლინდა კახეთში. დანარჩენ რეგიონებში მდგომარეობა ასეთია:
აჭარა – 31
შიდა ქართლი – 31
სამცხე-ჯავახეთი – 29
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 22
იმერეთი – 10
გურია – 8
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
მცხეთა-მთიანეთი – 2
ქვემო ქართლი – 1.
შემოწმებების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 239 კუბური მეტრი ხის მასალა, დალუქულია დაურეგისტრირებელი ხუთი ხის საამქრო. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 60-მდე „საქმიანი ეზო" მოეწყობა>>
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
© photo: National Forestry Agency / FBსაქმიანი ეზო
в Грузии появляются деловые дворы - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
საქმიანი ეზო
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0