https://sputnik-georgia.com/20230809/qartvel-ebraelta-arusrulebeli-ocneba-jvri-monastertan-dakavsirebit-281060982.html
ქართველ ებრაელთა აღუსრულებელი ოცნება, ანუ რა ღირს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
ქართველ ებრაელთა აღუსრულებელი ოცნება, ანუ რა ღირს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
Sputnik საქართველო
ქართველი ებრაელობა — ფენომენი, რომელიც სამყაროს აოცებს საქართველოსადმი უზომო სიყვარულითა და თაყვანისცემით; ხალხი, რომელსაც საქართველოში ყოფნისას აღთქმულ მიწაზე... 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T12:39+0400
2023-08-09T12:39+0400
2023-08-10T07:41+0400
საქართველოს ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281060683_0:113:2048:1265_1920x0_80_0_0_2766813bfe757046dcc9ecea6b65e7bd.jpg
მით უმეტეს მძაფრი იყო ეს გრძნობა იმ წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და ჩაკეტილი ქვეყნის ნაწილს წარმოადგენდა, ანუ როცა საზღვრის გადალახვა აქედანაც რთული იყო და იქიდანაც.სწორედ იმ პერიოდში მადლიერი ქართველი ებრაელები ისეთ დიდ საქმეს შეეჭიდნენ, როგორიც იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვა.შუა საუკუნეებში ქართველები ქვეყნის ფარგლებს გარეთ — პალესტინაში, სინას, ათონისა თუ შავ მთაზე არაერთ წმინდა ადგილს ვფლობდით, მაგრამ მათ შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მაინც გამორჩეული იყო. ეს ტაძარი ხომ საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.ძნელბედობის ჟამს საქართველომ ბევრი საუნჯე დაკარგა, მათ შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტერიც, რომელიც XVII საუკუნიდან დღემდე ბერძნების (იერუსალიმის საპატრიარქოს) სამფლობელოს წარმოადგენს. მართალია, ქართველობას მისი დაბრუნების სურვილი არ განელებია, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა წლებამდე ეს საქმე აუსრულებელ ოცნებად რჩებოდა.1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, რაშიც იოსებ სტალინმაც შეიტანა დიდი წვლილი. და საქართველოში გაჩნდა იმედი, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერს დავიბრუნებდით. მართლაც კრემლმა „მწვანე შუქი აუნთო“ ქართველებს ამ საქმეში, მაგრამ...მაგრამ მალე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოკავშირეები — აშშ და საბჭოთა კავშირი მტრებად იქცნენ, ხოლო ისრაელის სახელმწიფო, ამერიკის ებრაული ლობის გავლენით, შეერთებული შტატების ბანაკში აღმოჩნდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორისაც გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო.ჯვრის მონასტრის საკითხი ხელახლა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგღა გააქტიურდა — გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ებრაელობამ საბჭოეთიდან დიდი ალია დაიწყო, ანუ ისტორიულ სამშობლოს მიაშურა საცხოვრებლად.ისრაელში დაბრუნებულ ქართველ ებრაელებს, რომლებიც უზომოდ ემადლიერებოდნენ საქართველოს 26-საუკუნოვანი მშვიდი ცხოვრებისთვის, სურდათ რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინათ ქვეყნისთვის. სწორედ იმ პერიოდში იერუსალიმის საპატრიარქო ჯვრის მონასტერს ჰყიდდა ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით. ებრაელებმაც გადაწყვიტეს საქართველოსთვის გამოესყიდათ მონასტერი, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველია დაკრძალული. და მათ თანხების მოძიება დაიწყეს.სულ 800 ათასი დოლარი იყო საჭირო, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 8 მილიონ დოლარს უდრის. ემიგრირებულმა ქართველმა ებრაელობამ 500 ათასი დოლარი მოაგროვა, დანარჩენი თანხისთვის კი საქართველოში დარჩენილ ებრაელებს დაუკავშირდნენ. ისინი შეგნებულად არ რევდნენ ამ საქმეში ქართველებს, რადგან უნდოდათ, მხოლოდ ებრაელებს შეეძინათ ტაძარი და მერე საჩუქრად გადაეცათ სამშობლოდ ქცეული საქართველოსათვის.საქმის მოთავეები – მიშა და თინა კრიხელები საქართველოში ბესო იაკობაშვილსა და ილია მოსიაშვილს შეეხმიანენ, რომელთა დახმარებითაც ჩაერთვნენ აქაური ებრაელები ამ აქციაში.მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც ისრაელს მტრულ სახელმწიფოდ განიხილავდა, ჯვრის მონასტრის გამოსყიდვისთვის ხელის შეშლას შეეცადა.საბედნიეროდ, „კაგებეში“ პატრიოტებიც მუშაობდნენ, რომელთა ხელშეწყობითაც შეაგროვა ქართველმა ებრაელობამ დარჩენილი თანხა.შეუფასებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრის, ალექსი ინაურის „მარჯვენა ხელმა“, სუკ-ის მეექვსე განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა კალე ხვიტიამ გასწია. ის განუზომელი რისკის ფასად დაუდგა გვერდით ქართველ ებრაელებს და ბევრი პრობლემაც მოუხსნა მათ.მაშინ საქართველოს ებრაელობაში 270 ათასი დოლარი მოგროვდა. მაგრამ აქ კიდევ ერთმა სირთულემ იჩინა თავი — ფულის ისრაელში გატანის პრობლემამ.საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილი იყო, ხოლო ჩაკეტილი ქვეყნიდან დიდი ფულის გატანა პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა კალე ხვიტიას ძალისხმევით საქართველოდან ფული ჯერ რუმინეთში ჩაიტანეს, იქიდან კი აღთქმულ მიწაზე გადაიტანეს.მიუხედავად ასეთი დიდი მონდომებისა, ისტორიული გარიგება მაინც არ შედგა. ბერძნებმა ბოლო მომენტში არარეალური პირობები წამოაყენეს, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იყო — ისინი გარანტად ისრაელის ან საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგომას მოითხოვდნენ.მოკლედ, მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ქართველ ებრაელებს ფულის უკან დაბრუნება მოუწიათ. მაგრამ საქართველოსთვის ამ უძველესი საუნჯის დაბრუნებაზე ფიქრი არ შეუწყვეტიათ.მოგვიანებით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებას ცნობილი მეცენატი ბადრი პატარკაციშვილიც შეეცადა. მონასტრის ბერძენ მფლობელებს ასტრონომიული თანხა შესთავაზა და ისიც შეუთვალა, რა ფასსაც დაადებთ, გადამხდელი ვარო. მაგრამ მაინც ვერ დაიყოლია ჯვრის მონასტრის მესვეურები, ეს გარიგებაც ჩაიშალა.და, აი, ასე რჩება დღემდე აღუსრულებლად ქართველ ებრაელთა დიდი ოცნება: დაუბრუნონ საქართველოს უდიდესი სიწმინდე და რუსთაველის საფლავი...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281060683_0:3:2049:1539_1920x0_80_0_0_6f87b0968f1349b702861693c29b768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები
ქართველ ებრაელთა აღუსრულებელი ოცნება, ანუ რა ღირს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
12:39 09.08.2023 (განახლებულია: 07:41 10.08.2023) ქართველი ებრაელობა — ფენომენი, რომელიც სამყაროს აოცებს საქართველოსადმი უზომო სიყვარულითა და თაყვანისცემით; ხალხი, რომელსაც საქართველოში ყოფნისას აღთქმულ მიწაზე ცხოვრება ჰქონდა ოცნებად გადაქცეული, ისრაელში წასულებს კი ყოველღამ საქართველო ესიზმრებათ...
მით უმეტეს მძაფრი იყო ეს გრძნობა იმ წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და ჩაკეტილი ქვეყნის ნაწილს წარმოადგენდა, ანუ როცა საზღვრის გადალახვა აქედანაც რთული იყო და იქიდანაც.
სწორედ იმ პერიოდში მადლიერი ქართველი ებრაელები ისეთ დიდ საქმეს შეეჭიდნენ, როგორიც იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვა.
შუა საუკუნეებში ქართველები ქვეყნის ფარგლებს გარეთ — პალესტინაში, სინას, ათონისა თუ შავ მთაზე არაერთ წმინდა ადგილს ვფლობდით, მაგრამ მათ შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მაინც გამორჩეული იყო. ეს ტაძარი ხომ საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ძნელბედობის ჟამს საქართველომ ბევრი საუნჯე დაკარგა, მათ შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტერიც, რომელიც XVII საუკუნიდან დღემდე ბერძნების (იერუსალიმის საპატრიარქოს) სამფლობელოს წარმოადგენს. მართალია, ქართველობას მისი დაბრუნების სურვილი არ განელებია, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა წლებამდე ეს საქმე აუსრულებელ ოცნებად რჩებოდა.
1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, რაშიც იოსებ სტალინმაც შეიტანა დიდი წვლილი. და საქართველოში გაჩნდა იმედი, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერს დავიბრუნებდით. მართლაც კრემლმა „მწვანე შუქი აუნთო“ ქართველებს ამ საქმეში, მაგრამ...
მაგრამ მალე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოკავშირეები — აშშ და საბჭოთა კავშირი მტრებად იქცნენ, ხოლო ისრაელის სახელმწიფო, ამერიკის ებრაული ლობის გავლენით, შეერთებული შტატების ბანაკში აღმოჩნდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორისაც გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ჯვრის მონასტრის საკითხი ხელახლა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგღა გააქტიურდა — გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ებრაელობამ საბჭოეთიდან დიდი ალია დაიწყო, ანუ ისტორიულ სამშობლოს მიაშურა საცხოვრებლად.
ისრაელში დაბრუნებულ ქართველ ებრაელებს, რომლებიც უზომოდ ემადლიერებოდნენ საქართველოს 26-საუკუნოვანი მშვიდი ცხოვრებისთვის, სურდათ რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინათ ქვეყნისთვის. სწორედ იმ პერიოდში იერუსალიმის საპატრიარქო ჯვრის მონასტერს ჰყიდდა ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით. ებრაელებმაც გადაწყვიტეს საქართველოსთვის გამოესყიდათ მონასტერი, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველია დაკრძალული. და მათ თანხების მოძიება დაიწყეს.
სულ 800 ათასი დოლარი იყო საჭირო, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 8 მილიონ დოლარს უდრის. ემიგრირებულმა ქართველმა ებრაელობამ 500 ათასი დოლარი მოაგროვა, დანარჩენი თანხისთვის კი საქართველოში დარჩენილ ებრაელებს დაუკავშირდნენ. ისინი შეგნებულად არ რევდნენ ამ საქმეში ქართველებს, რადგან უნდოდათ, მხოლოდ ებრაელებს შეეძინათ ტაძარი და მერე საჩუქრად გადაეცათ სამშობლოდ ქცეული საქართველოსათვის.
საქმის მოთავეები – მიშა და თინა კრიხელები საქართველოში ბესო იაკობაშვილსა და ილია მოსიაშვილს შეეხმიანენ, რომელთა დახმარებითაც ჩაერთვნენ აქაური ებრაელები ამ აქციაში.
მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც ისრაელს მტრულ სახელმწიფოდ განიხილავდა, ჯვრის მონასტრის გამოსყიდვისთვის ხელის შეშლას შეეცადა.
საბედნიეროდ, „კაგებეში“ პატრიოტებიც მუშაობდნენ, რომელთა ხელშეწყობითაც შეაგროვა ქართველმა ებრაელობამ დარჩენილი თანხა.
შეუფასებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრის, ალექსი ინაურის „მარჯვენა ხელმა“, სუკ-ის მეექვსე განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა კალე ხვიტიამ გასწია. ის განუზომელი რისკის ფასად დაუდგა გვერდით ქართველ ებრაელებს და ბევრი პრობლემაც მოუხსნა მათ.
მაშინ საქართველოს ებრაელობაში 270 ათასი დოლარი მოგროვდა. მაგრამ აქ კიდევ ერთმა სირთულემ იჩინა თავი — ფულის ისრაელში გატანის პრობლემამ.
საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილი იყო, ხოლო ჩაკეტილი ქვეყნიდან დიდი ფულის გატანა პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა კალე ხვიტიას ძალისხმევით საქართველოდან ფული ჯერ რუმინეთში ჩაიტანეს, იქიდან კი აღთქმულ მიწაზე გადაიტანეს.
მიუხედავად ასეთი დიდი მონდომებისა, ისტორიული გარიგება მაინც არ შედგა. ბერძნებმა ბოლო მომენტში არარეალური პირობები წამოაყენეს, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იყო — ისინი გარანტად ისრაელის ან საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგომას მოითხოვდნენ.
მოკლედ, მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ქართველ ებრაელებს ფულის უკან დაბრუნება მოუწიათ. მაგრამ საქართველოსთვის ამ უძველესი საუნჯის დაბრუნებაზე ფიქრი არ შეუწყვეტიათ.
მოგვიანებით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებას ცნობილი მეცენატი ბადრი პატარკაციშვილიც შეეცადა. მონასტრის ბერძენ მფლობელებს ასტრონომიული თანხა შესთავაზა და ისიც შეუთვალა, რა ფასსაც დაადებთ, გადამხდელი ვარო. მაგრამ მაინც ვერ დაიყოლია ჯვრის მონასტრის მესვეურები, ეს გარიგებაც ჩაიშალა.
და, აი, ასე რჩება დღემდე აღუსრულებლად ქართველ ებრაელთა დიდი ოცნება: დაუბრუნონ საქართველოს უდიდესი სიწმინდე და რუსთაველის საფლავი...