https://sputnik-georgia.com/20230809/iaponiam-putinis-brzanebuleba-gaaprotesta-281055151.html
იაპონიამ პუტინის ბრძანებულება გააპროტესტა
იაპონიამ პუტინის ბრძანებულება გააპროტესტა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. იაპონიის მთავრობა პროტესტს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საგადასახადო ხელშეკრულებები რიგ... 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T09:32+0400
2023-08-09T09:32+0400
2023-08-09T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
იაპონია
პოლიტიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265399032_899:144:3037:1347_1920x0_80_0_0_cd5373f418aaa1781046ccceed479860.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. იაპონიის მთავრობა პროტესტს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საგადასახადო ხელშეკრულებები რიგ ქვეყნებთან, განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ პრესკონფერენციაზე.მანამდე, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, რუსეთი საგადასახადო ხელშეკრულებების ძირითად პუნქტებს აჩერებს 38 არამეგობრულ ქვეყანასთან, მათ შორის იაპონიასთან.ბრძანებულება აჩერებს საგადასახადო ხელშეკრულებების იმ ძირითად ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ მოძრავი და უძრავი ქონების, დივიდენდების, პროცენტების, მომსახურებიდან და საავტორო უფლებებიდან მიღებული შემოსავლების, ჰონორარებისა და დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების, აგრეთვე კაპიტალის ორმაგ დაბეგვრას.ორმაგი გადასახადის შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ერთი ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტები არიან, მაგრამ შემოსავალს მეორეში იღებენ, გადასახადი ერთ ქვეყანაში გადაიხადონ. გარდა ამისა, პუტინის ბრძანებულებით შეჩერებულია მუხლები, რომლებიც ეხება საგადასახადო შეღავათებს, ასევე არადისკრიმინაციული წესები, რომელთა მიხედვით, შეთანხმებებში მონაწილე ქვეყნების გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ იმაზე უფრო მძიმე გადასახადები, ვიდრე ადგილობრივები იხდიან.ამასთან პუტინმა ძალაში დატოვა ორმაგი დაბეგვრის ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებების ნორმები, რითაც ამ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიები კვლავ შეძლებენ საზღვარგარეთ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლას რუსეთში.როგორც ბრძანებულებაშია განმარტებული, გადაწყვეტილება არაერთი უცხო სახელმწიფოს მიერ რუსეთის ფედერაციის, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ არამეგობრული მოქმედებების გამო მიიღეს.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265399032_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_15040f91aee55d26ad131e8a8c738c49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, ეკონომიკა
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. იაპონიის მთავრობა პროტესტს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საგადასახადო ხელშეკრულებები რიგ ქვეყნებთან, განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ პრესკონფერენციაზე.
„უკიდურესად სამწუხაროა, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღეს ისეთ უსამართლო ზომებზე, რომლებიც შესაძლოა არახელსაყრელი იყოს იაპონიის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის. დღეს ჩვენ დიპლომატიური არხებით გავუგზავნეთ პროტესტი რუსულ მხარეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოვითხოვეთ", — განაცხადა მან.
მანამდე, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, რუსეთი საგადასახადო ხელშეკრულებების ძირითად პუნქტებს აჩერებს 38 არამეგობრულ ქვეყანასთან, მათ შორის იაპონიასთან.
ბრძანებულება აჩერებს საგადასახადო ხელშეკრულებების იმ ძირითად ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ მოძრავი და უძრავი ქონების, დივიდენდების, პროცენტების, მომსახურებიდან და საავტორო უფლებებიდან მიღებული შემოსავლების, ჰონორარებისა და დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების, აგრეთვე კაპიტალის ორმაგ დაბეგვრას.
ორმაგი გადასახადის შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ერთი ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტები არიან, მაგრამ შემოსავალს მეორეში იღებენ, გადასახადი ერთ ქვეყანაში გადაიხადონ.
გარდა ამისა, პუტინის ბრძანებულებით შეჩერებულია მუხლები, რომლებიც ეხება საგადასახადო შეღავათებს, ასევე არადისკრიმინაციული წესები, რომელთა მიხედვით, შეთანხმებებში მონაწილე ქვეყნების გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ იმაზე უფრო მძიმე გადასახადები, ვიდრე ადგილობრივები იხდიან.
ამასთან პუტინმა ძალაში დატოვა ორმაგი დაბეგვრის ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებების ნორმები, რითაც ამ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიები კვლავ შეძლებენ საზღვარგარეთ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლას რუსეთში.
როგორც ბრძანებულებაშია განმარტებული, გადაწყვეტილება არაერთი უცხო სახელმწიფოს მიერ რუსეთის ფედერაციის, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ არამეგობრული მოქმედებების გამო მიიღეს.