მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სასამართლომ „ოტონიელს“ 45 წლით პატიმრობა მიუსაჯა

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლომ კოლუმბიური ნარკოკარტელის Clan del Golfo-ს ყოფილ მეთაურ დაირო უსუგას (მეტსახელად ოტონიელი) 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო.
დაირო უსუგა კოლუმბიის ყველაზე მაღალი რანგის ძებნილი ნარკობარონი იყო, რომელიც პრეზიდენტმა აივან დუკე მარკესმა პაბლო ესკობარს შეადარა.

„ბრუკლინის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე დორა ირიზარიმ კოლუმბიის მოქალაქე დაირო ანტონიო უსუგა დავაიდს, რომელიც სხვადასხვა მეტსახელითაა ცნობილი, მათ შორის ოტონიელით, 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, როგორც გასამხედროებული ჯგუფის ლიდერს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკებით ვაჭრობით და მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, სასამართლომ დაირო უსუგა დამნაშავედ ცნო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორ სხვა დანაშაულში. თითოეული დანაშაულისთვის მას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ყველა ვადა ერთდროულად აითვლება. ამასთან სასამართლომ ნარკობარონს 216 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
Clan del Golfo-ს ხელმძღვანელი, რომელიც კოლუმბიაში ყველაზე მძლავრ დანაშაულებრივ ორგანიზაციად მიიჩნეოდა, 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს. გასული წლის მაისში ის აშშ-ს გადაეცა. 2023 წლის იანვარში „ოტონიელმა“ დანაშაული აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0