https://sputnik-georgia.com/20230809/--9--281040522.html
საეკლესიო კალენდარი: 9 აგვისტო
საეკლესიო კალენდარი: 9 აგვისტო
Sputnik საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის, ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის, ნაუმის, საბას... 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T09:00+0400
2023-08-09T09:00+0400
2023-08-09T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270301572_0:384:2959:2048_1920x0_80_0_0_f26f63dbf87de9606fdc9c4ae529d02a.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიდიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალიდიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას,გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი.მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა.მოშურნეებმა მკურნალი მაქსიმიანესთან დააბეზღეს. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეს .ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). ღირსი ანთისა იღუმენიაღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში. იგი ადრევე განერიდა ამსოფლიურ ამაოებას და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმიდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ვაჟისა და ქალის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს. ნეტარმა დედამ ღვთივსათნოდ განვლო მიწიერი ცხოვრება და წმინდანთა დასს შეერთო.მოციქულთასწორნი: კლიმენტი, ოხრიდელი ეპისკოპოსი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარიწმიდა მოციქულთასწორნი: კლიმენტი ოხრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები იყვნენ, კირილესა და მეთოდეს მოწაფეები. თავდაპირველად ისინი მორავიის განსანათლებლად იღვწოდნენ. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურობდნენ.სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა მისიონერთა ძლიერი ლათინ-გერმანული ჯგუფი, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები - და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც - სამსჯავროს გადასცეს. წმიდა მამები სასტიკად აწამეს: გაშიშვლებულებს ათრევდნენ ეკალ-ბარდებზე, შემდეგ კი დიდხანს ტანჯავდნენ საპყრობილეში ისევე, როგორც მათ სულიერ მამას - წმიდა მეთოდეს. 886 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი - ახალგაზრდები ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას.მალე წმიდა ანგელარი გარდაიცვალა, წმიდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში - კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შემსრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიჭირა.მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს და ოჰრიდის წმიდა პანტელეიმონის მონასტერში დაფლეს.ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი - მისივე სახელობის მონასტარში, ოჰრიდის ტბის მახლობლად.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20230808/saeklesio-kalendari-8-agvisto-280992360.html
https://sputnik-georgia.com/20230807/--7--280990333.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270301572_114:440:2258:2048_1920x0_80_0_0_fc7a2b33b096ddead02f008697e4731a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი: 9 აგვისტო
მართლმადიდებელი ეკლესია 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის, ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის, ნაუმის, საბას, გორაზდის და ანგელარის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას,
გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.
მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
მოშურნეებმა მკურნალი მაქსიმიანესთან დააბეზღეს. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეს .ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305).
ღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში. იგი ადრევე განერიდა ამსოფლიურ ამაოებას და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმიდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ვაჟისა და ქალის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს. ნეტარმა დედამ ღვთივსათნოდ განვლო მიწიერი ცხოვრება და წმინდანთა დასს შეერთო.
მოციქულთასწორნი: კლიმენტი, ოხრიდელი ეპისკოპოსი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი
წმიდა მოციქულთასწორნი: კლიმენტი ოხრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები იყვნენ, კირილესა და მეთოდეს მოწაფეები. თავდაპირველად ისინი მორავიის განსანათლებლად იღვწოდნენ. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურობდნენ.
სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა მისიონერთა ძლიერი ლათინ-გერმანული ჯგუფი, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები - და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც - სამსჯავროს გადასცეს. წმიდა მამები სასტიკად აწამეს: გაშიშვლებულებს ათრევდნენ ეკალ-ბარდებზე, შემდეგ კი დიდხანს ტანჯავდნენ საპყრობილეში ისევე, როგორც მათ სულიერ მამას - წმიდა მეთოდეს.
886 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი - ახალგაზრდები ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას.
მალე წმიდა ანგელარი გარდაიცვალა, წმიდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში - კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შემსრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიჭირა.
მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს და ოჰრიდის წმიდა პანტელეიმონის მონასტერში დაფლეს.
ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი - მისივე სახელობის მონასტარში, ოჰრიდის ტბის მახლობლად.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით