https://sputnik-georgia.com/20230809/------281070026.html
საქართველოში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება
საქართველოში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება
Sputnik საქართველო
საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 9 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T17:31+0400
2023-08-09T17:31+0400
2023-08-09T21:28+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ონკოლოგიური პაციენტები შეძლებენ უფასო მკურნალობას მიუხედავად მათი შემოსავლისა, ამ დრომდე უფასო მკურნალობა 40 ათას ლარზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს შეეძლოთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველა ონკოპაციენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს წელიწადში 25 ათასი ლარის ღირებულების უფასო მკურნალობით. საქართველოს მთავრობამ ცვლილება უკვე დაამტკიცა.მისი თქმით, ცვლილებების მიზანი ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. სიახლე შეეხება კერძო დაზღვევის მქონე ვეტერანებსაც.ონკოდაავადებული ბავშვების უფასო მკურნალობა - უცხოურ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა>>>საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 9 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოდაავადებული ბავშვების როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მკურნალობის ყველა ხარჯი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.არასრულწლოვანი ონკოპაციენტები მკურნალობას უფასოდ შეძლებენ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის სამ წამყვან კლინიკაში. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლებმა მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან უკვე გააფორმეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება
17:31 09.08.2023 (განახლებულია: 21:28 09.08.2023) საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 9 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ონკოლოგიური პაციენტები შეძლებენ უფასო მკურნალობას მიუხედავად მათი შემოსავლისა, ამ დრომდე უფასო მკურნალობა 40 ათას ლარზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს შეეძლოთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველა ონკოპაციენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს წელიწადში 25 ათასი ლარის ღირებულების უფასო მკურნალობით. საქართველოს მთავრობამ ცვლილება უკვე დაამტკიცა.
„ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე დაბალი იყო. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მათი შემოსავლის მიუხედავად“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ცვლილებების მიზანი ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. სიახლე შეეხება კერძო დაზღვევის მქონე ვეტერანებსაც.
საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 9 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოდაავადებული ბავშვების როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მკურნალობის ყველა ხარჯი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.
არასრულწლოვანი ონკოპაციენტები მკურნალობას უფასოდ შეძლებენ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის სამ წამყვან კლინიკაში. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლებმა მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან უკვე გააფორმეს.