https://sputnik-georgia.com/20230809/---------281062872.html
იქნება სიცხე, ტემპერატურა კლებას რამდენიმე დღეში დაიწყებს- სინოპტიკოსების პროგნოზი
იქნება სიცხე, ტემპერატურა კლებას რამდენიმე დღეში დაიწყებს- სინოპტიკოსების პროგნოზი
მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხელი ამინდებია მოსალოდნელი. 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T13:19+0400
2023-08-09T13:19+0400
2023-08-09T19:28+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24871/64/248716460_0:119:3001:1807_1920x0_80_0_0_e82e1a68ee2c23dd38d98728654fd876.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ცხელი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა შემდეგ ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.კერძოდ, 9-დან 13 აგვისტომდე პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პლუს 39 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.14 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით დაიკლებს და 37 გრადუსი იქნება. 15 აგვისტოს სინოპტიკოსები 35 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ, 16 რიცხვიდან კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ ერთი გრადუსით დაიკლებს და 34 გრადუსი იქნება.სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ, რამაც, შესაძლოა, ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში მოქცევის წესები.სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს>>>ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, აგვისტოს თვე კი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.ხანძრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანურ დაუდევრობას ასახელებენ.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24871/64/248716460_216:0:2783:1925_1920x0_80_0_0_45cffd61f51b775cc14a8c6aaa6463f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
იქნება სიცხე, ტემპერატურა კლებას რამდენიმე დღეში დაიწყებს- სინოპტიკოსების პროგნოზი
13:19 09.08.2023 (განახლებულია: 19:28 09.08.2023) მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ცხელი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა შემდეგ ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
კერძოდ, 9-დან 13 აგვისტომდე პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პლუს 39 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
14 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით დაიკლებს და 37 გრადუსი იქნება. 15 აგვისტოს სინოპტიკოსები 35 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ, 16 რიცხვიდან კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ ერთი გრადუსით დაიკლებს და 34 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ, რამაც, შესაძლოა, ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში მოქცევის წესები.
ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, აგვისტოს თვე კი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.
ხანძრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანურ დაუდევრობას ასახელებენ.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.