https://sputnik-georgia.com/20230808/saqartvelos-erovnuli-bankis-rezervebi-kvlav-rekordebs-xsnis-281019760.html
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები კვლავ რეკორდებს ხსნის
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები კვლავ რეკორდებს ხსნის
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T11:09+0400
2023-08-08T11:09+0400
2023-08-08T17:00+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 ივლისისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.436,1 დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.ივლისში რეზერვები 369,4 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 534,6 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შეძენას უკავშირდება.მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წლის 30 აპრილს მიაღწია და 5.133,4 მლნ დოლარი შეადგინა.2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 5,0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 469,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 646,2 ათას დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები კვლავ რეკორდებს ხსნის
11:09 08.08.2023 (განახლებულია: 17:00 08.08.2023) 2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 ივლისისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.436,1 დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ივლისში რეზერვები 369,4 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 534,6 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შეძენას უკავშირდება.
მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წლის 30 აპრილს მიაღწია და 5.133,4 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 5,0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს,
აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,8 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,2 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 469,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 646,2 ათას დოლარს შეადგენს.