https://sputnik-georgia.com/20230808/rekordi-kolumbiasi-12-tvesi-1100-tona-kokaini-amoires-281042664.html
რეკორდი კოლუმბიაში: 12 თვეში 1.100 ტონა კოკაინი ამოიღეს
რეკორდი კოლუმბიაში: 12 თვეში 1.100 ტონა კოკაინი ამოიღეს
Sputnik საქართველო
ქვეყნის ტერიტორიაზე 12 თვეში დანაშაულებრივი სტრუქტურების წინააღმდეგ 290 ოპერაცია ჩატარდა. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T17:38+0400
2023-08-08T17:38+0400
2023-08-08T21:16+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კოლუმბია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250693968_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_1fc082344df8aae4bc47d606756e7146.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კოლუმბიის ხელისუფლებამ ახალი რეკორდი დაამყარა – ბოლო 12 თვეში ქვეყანაში 1.100 ტონა კოკაინი ამოიღეს, ნარკოდანაშაულისთვის 9 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ერთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მხოლოდ 2023 წელს კოლუმბიაში 573 ტონა კოკაინის კონფისკაცია განხორციელდა. 12 თვეში დანაშაულებრივი სტრუქტურების წინააღმდეგ 290 ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აღნიშნა კოლუმბიის პრეზიდენტმა.კოლუმბია კოკაინის მსოფლიოში მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ნარკოტიკული საშუალების პლანტაციების 90%-ზე მეტი ე.წ. ანდების ნარკოსამკუთხედშია მოქცეული, რომელშიც შედიან კოლუმბია, პერუ და ბოლივია.პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ 2022 წლის სექტემბრში განაცხადა, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაარწმუნოს კოკაინის მწარმოებლები, ის რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ჩაანაცვლონ. მისი თქმით, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის მოქმედი პოლიტიკა მთლიანად ჩავარდა.
კოლუმბია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250693968_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_50ce2fa081927b187e480eae8e6a5e9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კოლუმბია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კოლუმბია
რეკორდი კოლუმბიაში: 12 თვეში 1.100 ტონა კოკაინი ამოიღეს
17:38 08.08.2023 (განახლებულია: 21:16 08.08.2023) ქვეყნის ტერიტორიაზე 12 თვეში დანაშაულებრივი სტრუქტურების წინააღმდეგ 290 ოპერაცია ჩატარდა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კოლუმბიის ხელისუფლებამ ახალი რეკორდი დაამყარა – ბოლო 12 თვეში ქვეყანაში 1.100 ტონა კოკაინი ამოიღეს, ნარკოდანაშაულისთვის 9 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ერთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ მთავრობის მუშაობის დაწყებიდან გამოვიძიეთ ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის ჯაჭვის მსხვილი რგოლები, ამოვიღეთ 1.100 ტონა კოკაინი, ხოლო განადგურებული ნარკოლაბორატორიების რიცხვი წინა პერიოდთან შედარებით 16%-ით გავზარდეთ“, – განაცხადა პეტრომ, იუწყება РИА Новости.
მხოლოდ 2023 წელს კოლუმბიაში 573 ტონა კოკაინის კონფისკაცია განხორციელდა. 12 თვეში დანაშაულებრივი სტრუქტურების წინააღმდეგ 290 ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აღნიშნა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
კოლუმბია კოკაინის მსოფლიოში მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ნარკოტიკული საშუალების პლანტაციების 90%-ზე მეტი ე.წ. ანდების ნარკოსამკუთხედშია მოქცეული, რომელშიც შედიან კოლუმბია, პერუ და ბოლივია.
პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ 2022 წლის სექტემბრში განაცხადა, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაარწმუნოს კოკაინის მწარმოებლები, ის რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ჩაანაცვლონ. მისი თქმით, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის მოქმედი პოლიტიკა მთლიანად ჩავარდა.