https://sputnik-georgia.com/20230808/jutas-gzis-remonti-semdeg-kvirasi-daiwyeba-281019384.html
ჯუთის გზის რემონტი შემდეგ კვირაში დაიწყება
ჯუთის გზის რემონტი შემდეგ კვირაში დაიწყება
რთული რელიეფის და სამუშაოს სპეციფიკის გამო სამუშაოების შესრულების დროს გზაზე მოძრაობა აიკრძალება. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T10:48+0400
2023-08-08T10:48+0400
2023-08-08T16:57+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281018845_0:58:800:508_1920x0_80_0_0_6ec8951b83c8e8e6069b6ff2d9bcde9c.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ყაზბეგის რაიონში აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები შემდეგ კვირაში დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უფრო ადრე დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ივლისში უნდა დაწყებულიყო. თუმცა 21 ივლისს გამოვლინდა გზის კიდევ სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული მონაკვეთი, ამიტომ მოსამზადებელი ეტაპის საჭიროებამ სამუშაოების დაწყების ვადა გადასწია.გზის აღდგენაზე წინასწარი კვლევები და საპროექტო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო.აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთის გზა ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფლებს აკავშირებს. გზის ზოგიერთი მონაკვეთი უფსკრულის თავზე გადის და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281018845_23:0:778:566_1920x0_80_0_0_d5fee3b1169fbc04b21566ace5583fdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯუთის გზის რემონტი შემდეგ კვირაში დაიწყება
10:48 08.08.2023 (განახლებულია: 16:57 08.08.2023) რთული რელიეფის და სამუშაოს სპეციფიკის გამო სამუშაოების შესრულების დროს გზაზე მოძრაობა აიკრძალება.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ყაზბეგის რაიონში აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები შემდეგ კვირაში დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უფრო ადრე დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ივლისში უნდა დაწყებულიყო. თუმცა 21 ივლისს გამოვლინდა გზის კიდევ სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული მონაკვეთი, ამიტომ მოსამზადებელი ეტაპის საჭიროებამ სამუშაოების დაწყების ვადა გადასწია.
„კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გზის აღდგენაზე წინასწარი კვლევები და საპროექტო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო.
აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთის გზა ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფლებს აკავშირებს. გზის ზოგიერთი მონაკვეთი უფსკრულის თავზე გადის და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა.