ევრობასკეტი-2025-ის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს მეტოქეების ვინაობა გაირკვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
ევრობასკეტის ფინალური ეტაპი 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირს ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს – კვიპროსი, პოლონეთი, ლატვია და ფინეთი.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები „ევრობასკეტი-2025“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად G ჯგუფში მოხვდა სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებებთან ერთად, იუწყება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) .
ევრობასკეტის ფინალური ეტაპის 24 ადგილისთვის 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს, მათ შორის – საქართველო.
საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ მეხუთე კალათში (სულ რვა კალათა) იყო განთესილი.
თითო ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სამ-სამი ნაკრები გადის. G ჯგუფში არის ტურნირის მასპინძელი ფინეთი, რომელსაც ავტომატურად ეკუთვნის ჩემპიონატის საგზური. ამგვარად, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, ორი საუკეთესო ნაკრები გავა.
2025 წლის კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპი სამ სანაკრებო ფანჯარაში ჩატარდება. პირველი ფანჯრის შეხვედრები 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ ფანჯარაში ნაკრებები ორ-ორ მატჩს გამართავენ.
ევრობასკეტის ფინალური ეტაპი 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირს ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს – კვიპროსი, პოლონეთი, ლატვია და ფინეთი.
ყველა ახალი ამბავი
0