მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანის შესაკავებლად: ამერიკული ხომალდები წითელ ზღვაში შევიდნენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სადესანტო ხომალდები USS Bataan და USS Carter Hall, რომლებზეც 3000-ზე მეტი საზღვაო ქვეითი და მეზღვაურია, წითელ ზღვაში შევიდნენ, რათა ირანს ამ რეგიონში სავაჭრო ხომალდების დევნაში შეუშალონ ხელი, იუწყება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობა.

„ეს ქვედანაყოფები მნიშვნელოვან ოპერაციულ მოქნილობასა და ძალას გვძენს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ირანის მადესტაბილიზებელი მოქმედების შეკავებისა და რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თეირანის მიერ წლის დასაწყისში სავაჭრო გემების დევნა-გატაცებითაა გამოწვეული“, — განაცხადა აშშ-ის მეხუთე ფლოტის წარმომადგენელმა ტიმ ჰოკინსმა.

გასულ კვირაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ირანულმა ხომალდებმა ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერის გატაცება სცადეს. ერთი ტანკერი მარშალის კუნძულების დროშით ცურავდა, მეორე — ბაჰამის კუნძულებისა.
როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, ირანულმა ხომალდებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ სამოქალაქო გემს და უკან მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს, რაც ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი გამოჩნდა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, 2021 წლიდან დღემდე ირანი 15 სამოქალაქო ხომალდის დაკავებას შეეცადა, საიდანაც ხუთი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ინციდენტების უმეტესობა ჰორმუზის სრუტის გარშემო მოხდა, რომლითაც მსოფლიო ნავთობის ექსპორტის 20%-მდე გადის.
როგორც მანამდე The Associated Press წერდა, ირანისთვის სამოქალაქო გემების დევნა-დაკავებაში ხელის შესაშლელად ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ხომალდების გაგზავნა უპრეცედენტო ღონისძიებაა. აშშ-ს ასეთი ნაბიჯი 1988 წლის „ტანკერების ომის“ დროსაც კი არ გადაუდგამს, როდესაც აშშ-ისა და ირანის საზღვაო ძალებს შორის ერთდღიანი შეტაკება მოხდა. ეს იყო ამ ტიპის ყველაზე დიდი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0