საქართველოში ტყის ხანძრების რისკი იზრდება

© Sputnik / Federal Forestry Agency / გადასვლა მედიაბანკშიტყის ხანძრები
ტყის ხანძრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა პლუს 41 გრადუსს მიაღწევს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელი ხანძრების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
უწყების ცნობით, მომავალი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რის გამოც იზრდება ტყის ხანძრების გაჩენის რისკი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.
„აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა პლუს 41 გრადუსს მიაღწევს.
ხანძრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ადამიანურ დაუდევრობას ასახელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0