https://sputnik-georgia.com/20230807/marilis-riskebi-da-gavrcelebuli-mitebi-280998305.html
მნიშვნელოვანია რაოდენობა და არა სახეობა: ბუნებრივი მარილის მითი და რისკები
მნიშვნელოვანია რაოდენობა და არა სახეობა: ბუნებრივი მარილის მითი და რისკები
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თუ ფიქრობთ, რომ მარილის მოხმარების შემცირება მხოლოდ არტერიული წნევის ნორმალიზების თვალსაზრისითაა აუცილებელი, ცდებით — მარილის... 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T16:00+0400
2023-08-07T16:00+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/280998099_426:770:2693:2045_1920x0_80_0_0_5b620fa1fedf1b213ceb767a5a7301d8.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თუ ფიქრობთ, რომ მარილის მოხმარების შემცირება მხოლოდ არტერიული წნევის ნორმალიზების თვალსაზრისითაა აუცილებელი, ცდებით — მარილის რაოდენობის შემცირებამ შეიძლება ჯანმრთელობის სხვა რისკებიც აგარიდოთ თავიდან, წერს იაპონური პორტალი Navi სპეციალისტზე დაყრდნობით.ცნობილმა დიეტოლოგმა ასუკენმა პორტალს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, არამედ მათთვისაც, ვინც ფიქრობს, რომ მარილის პრობლემა არ ეხება.მისი თქმით, ჭარბი მარილი ასევე ზრდის:სიმსუქნის რისკსკვლევებმა აჩვენა, რომ მარილის ჭარბი რაოდენობით მიღების დროს სხეულის მასის ინდექსი იზრდება, რა დროსაც სიმსუქნის ალბათობა 21%-ით იმატებს დღეში ყოველ თითო გრამ მარილზე.მარილიანი საკვები აუმჯობესებს მადას, ამიტომ ჯობს, რომ დიეტის დროს უმარილო ან ნაკლებად მარილიანი საკვების მიღებაზე გადახვიდეთ.შაქრიანი დიაბეტის რისკსმიუხედავად იმისა, რომ მარილს არ აქვს პირდაპირი გავლენა სისხლში გლუკოზის დონეზე, მიიჩნევა, რომ მარილის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის რისკი გაზარდოს ინსულინის ეფექტურობის შემცირებით — ჰორმონისა, რომელიც გლუკოზის დონის ნორმალიზებას ახდენს.კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 7,3 გრამ და მეტ მარილს მოიხმარენ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა დაახლოებით 1,7-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დღეში 5,8 გრამზე ნაკლებ მარილს იღებს.ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსიაპონიის მოსახლეობაზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მარილის მოყვარულ იაპონელთა შორის ბევრი მაღალწნევიანია. დადგენილია, რომ ეს ნივთიერება ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის.მითები მარილის შესახებთუ ცხელ ამინდში მიზანმიმართულად მიირთმევთ მარილით უფრო გაჯერებულ საკვებს, რათა სითბური დარტყმისგან დაიცვათ თავი, ფრთხილად უნდა იყოთ: ამ მიზეზით კერძების მეტი მარილით შეზავება საჭირო არ არის. თუმცა ცხელ ამინდში მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი, წყალთან ერთად, მარილის მარაგითაც შეივსოს, ვინაიდან მათ შორის დისბალანსმა შესაძლოა სითბური დარტყმის მიღებას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის აბები და სითხეები პერორალური რეჰიდრატაციისთვის.ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ბუნებრივი მარილი არათუ არ ვნებს, სასიკეთო გავლენასაც კი ახდენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანია არა მარილის სახეობა, არამედ მისი რაოდენობა. თუ ბევრ ბუნებრივ მარილს მიირთმევთ, მისი ჭარბი რაოდენობით გამოწვეულ პრობლემებს ვერ ასცდებით.წყარო: Navi
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/280998099_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_dca7d68d4ee0ed967d1dbc8d8d8ee6a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თუ ფიქრობთ, რომ მარილის მოხმარების შემცირება მხოლოდ არტერიული წნევის ნორმალიზების თვალსაზრისითაა აუცილებელი, ცდებით — მარილის რაოდენობის შემცირებამ შეიძლება ჯანმრთელობის სხვა რისკებიც აგარიდოთ თავიდან, წერს იაპონური პორტალი Navi სპეციალისტზე დაყრდნობით.
ცნობილმა დიეტოლოგმა ასუკენმა პორტალს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, არამედ მათთვისაც, ვინც ფიქრობს, რომ მარილის პრობლემა არ ეხება.
მისი თქმით, ჭარბი მარილი ასევე ზრდის:
კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის ჭარბი რაოდენობით მიღების დროს სხეულის მასის ინდექსი იზრდება, რა დროსაც სიმსუქნის ალბათობა 21%-ით იმატებს დღეში ყოველ თითო გრამ მარილზე.
მარილიანი საკვები აუმჯობესებს მადას, ამიტომ ჯობს, რომ დიეტის დროს უმარილო ან ნაკლებად მარილიანი საკვების მიღებაზე გადახვიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მარილს არ აქვს პირდაპირი გავლენა სისხლში გლუკოზის დონეზე, მიიჩნევა, რომ მარილის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის რისკი გაზარდოს ინსულინის ეფექტურობის შემცირებით — ჰორმონისა, რომელიც გლუკოზის დონის ნორმალიზებას ახდენს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 7,3 გრამ და მეტ მარილს მოიხმარენ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა დაახლოებით 1,7-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დღეში 5,8 გრამზე ნაკლებ მარილს იღებს.
ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
იაპონიის მოსახლეობაზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მარილის მოყვარულ იაპონელთა შორის ბევრი მაღალწნევიანია. დადგენილია, რომ ეს ნივთიერება ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის.
მართალია თუ არა, რომ ცხელ და ნოტიო დღეებში მეტი მარილის მიღებაა აუცილებელი? თუ ცხელ ამინდში მიზანმიმართულად მიირთმევთ მარილით უფრო გაჯერებულ საკვებს, რათა სითბური დარტყმისგან დაიცვათ თავი, ფრთხილად უნდა იყოთ: ამ მიზეზით კერძების მეტი მარილით შეზავება საჭირო არ არის.
თუმცა ცხელ ამინდში მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი, წყალთან ერთად, მარილის მარაგითაც შეივსოს, ვინაიდან მათ შორის დისბალანსმა შესაძლოა სითბური დარტყმის მიღებას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის აბები და სითხეები პერორალური რეჰიდრატაციისთვის.
ბუნებრივი მარილი უსაფრთხოა? ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ბუნებრივი მარილი არათუ არ ვნებს, სასიკეთო გავლენასაც კი ახდენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანია არა მარილის სახეობა, არამედ მისი რაოდენობა. თუ ბევრ ბუნებრივ მარილს მიირთმევთ, მისი ჭარბი რაოდენობით გამოწვეულ პრობლემებს ვერ ასცდებით.