https://sputnik-georgia.com/20230807/filmi-barbi-281001824.html
ფილმმა „ბარბიმ“ სამ კვირაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა
ფილმმა „ბარბიმ“ სამ კვირაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კომედია „ბარბის“ მიერ კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლის პრემიერაც დაახლოებით სამი კვირის წინ გაიმართა, მსოფლიო... 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T16:23+0400
2023-08-07T16:23+0400
2023-08-17T19:47+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/281001582_0:367:2336:1681_1920x0_80_0_0_2a3e8fef5acd17fdcfa6487b7cc70c98.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კომედია „ბარბის“ მიერ კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლის პრემიერაც დაახლოებით სამი კვირის წინ გაიმართა, მსოფლიო მასშტაბით ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.როგორც კომპანია Warner Bros. Pictures-ში აცხადებენ, ფანტასტიკური ჟანრის კომედიამ აშშ-ის კინოთეატრებში 459 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო საზღვარგარეთ — 572,5 მილიონი აშშ დოლარი. ჯამში ეს 1.031,5 მილიონი დოლარია.ფილმის პრემიერა, რომლის სცენარის ავტორიც ოსკარზე ნომინირებული მსახიობი და რეჟისორი გრეტა გერვიგია რეჟისორ ნოა ბაუმბახთან ერთად, 21 ივლისს შედგა. კომედია მოგვითხრობს თოჯინა ბარბის ისტორიას, რომელიც ბარბილენდიდან რეალურ სამყაროში მიემგზავრება.შემოსავლების მიხედვით „ბარბი“ მეორე ადგილზეა 2023 წელს გამოსულ ფილმებს შორის. პირველ პოზიციაზეა ფილმი The Super Mario Bros., რომელიც ეკრანებზე „ბარბიზე“ სამი თვით ადრე გამოვიდა და რომლის შემოსავლებმაც 1,357 მილიარდი დოლარი შეადგინა.აღნიშნება, რომ ახალმა კომედიამ სიმბოლურ ნიშნულს რელიზიდან 17 დღეში გადააჭარბა — უფრო მალე, ვიდრე Warner Bros Pictures-ის სხვა ნებისმიერმა სურათმა, მათ შორის, ჰარი პოტერის ფილმებმაც.გარდა ამისა, „ბარბი“ ყველაზე საკასო ფილმად იქცა ყველა იმ სურათს შორის, რაც კი ოდესმე გადაუღიათ ქალ რეჟისორებს. მანამდე ამ მხრივ პეტი ჯენკინსის Wonder Woman ლიდერობდა, რომელიც კინოგაქირავებაში 2017 წელს გამოვიდა და დაახლოებით 822 მილიონი დოლარი მოაგროვა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/281001582_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_778c73389ec26ea7f6c0226d40fb2408.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , კულტურა საქართველოში
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , კულტურა საქართველოში
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კომედია „ბარბის“ მიერ კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლის პრემიერაც დაახლოებით სამი კვირის წინ გაიმართა, მსოფლიო მასშტაბით ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
როგორც კომპანია Warner Bros. Pictures-ში აცხადებენ, ფანტასტიკური ჟანრის კომედიამ აშშ-ის კინოთეატრებში 459 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო საზღვარგარეთ — 572,5 მილიონი აშშ დოლარი. ჯამში ეს 1.031,5 მილიონი დოლარია.
ფილმის პრემიერა, რომლის სცენარის ავტორიც ოსკარზე ნომინირებული მსახიობი და რეჟისორი გრეტა გერვიგია რეჟისორ ნოა ბაუმბახთან ერთად, 21 ივლისს შედგა. კომედია მოგვითხრობს თოჯინა ბარბის ისტორიას, რომელიც ბარბილენდიდან რეალურ სამყაროში მიემგზავრება.
შემოსავლების მიხედვით „ბარბი“ მეორე ადგილზეა 2023 წელს გამოსულ ფილმებს შორის. პირველ პოზიციაზეა ფილმი The Super Mario Bros., რომელიც ეკრანებზე „ბარბიზე“ სამი თვით ადრე გამოვიდა და რომლის შემოსავლებმაც 1,357 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღნიშნება, რომ ახალმა კომედიამ სიმბოლურ ნიშნულს რელიზიდან 17 დღეში გადააჭარბა — უფრო მალე, ვიდრე Warner Bros Pictures-ის სხვა ნებისმიერმა სურათმა, მათ შორის, ჰარი პოტერის ფილმებმაც.
გარდა ამისა, „ბარბი“ ყველაზე საკასო ფილმად იქცა ყველა იმ სურათს შორის, რაც კი ოდესმე გადაუღიათ ქალ რეჟისორებს. მანამდე ამ მხრივ პეტი ჯენკინსის Wonder Woman ლიდერობდა, რომელიც კინოგაქირავებაში 2017 წელს გამოვიდა და დაახლოებით 822 მილიონი დოლარი მოაგროვა.