https://sputnik-georgia.com/20230807/-----280990644.html
შოვის ტრაგედია: საქართველოში გლოვის დღეა
შოვის ტრაგედია: საქართველოში გლოვის დღეა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T09:50+0400
2023-08-07T09:50+0400
2023-08-07T17:22+0400
საქართველო
მეწყერი რაჭაში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269271057_0:133:1281:853_1920x0_80_0_0_b615bfa6b6a085650ed6f0ee53955d22.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.ექსპერტების წინასწარი დასკვნის მიხედვით, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>>როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფი) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ 400 მაშველი და 200 სამხედრო, სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269271057_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_81e8057ccad67fd4978241ce9e30da08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს.
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ექსპერტების წინასწარი დასკვნის მიხედვით, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფი) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ 400 მაშველი და 200 სამხედრო, სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს.