https://sputnik-georgia.com/20230806/saavtomobilo-gzebis-departamenti-jutas-gzis-reabilitaciis-proeqti-dasrulebulia-280980533.html
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება. 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T18:55+0400
2023-08-06T18:55+0400
2023-08-06T18:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24566/00/245660044_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_508842922858b9c79a680c5b507e19af.jpg
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას დაზიანებული გზის ფოტოები. მოქალაქეების ვარაუდით, ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია, შეიძლება ახალი ტრაგედიის მიზეზი გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადიან მანქანები.უწყების მტკიცებით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის 12-16-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 21 ივლისს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება, აღნიშნულმა კონტრაქტორმა ორგანიზაციამ მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები ჩაატარა, მომდევნო კვირიდან კი დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24566/00/245660044_180:0:1260:810_1920x0_80_0_0_34dd987af3df07dc184b8a6f08b4462e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია
უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას დაზიანებული გზის ფოტოები. მოქალაქეების ვარაუდით, ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია, შეიძლება ახალი ტრაგედიის მიზეზი გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადიან მანქანები.
უწყების მტკიცებით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის 12-16-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.
„2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 21 ივლისს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება, აღნიშნულმა კონტრაქტორმა ორგანიზაციამ მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები ჩაატარა, მომდევნო კვირიდან კი დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.