https://sputnik-georgia.com/20230806/---------280989016.html
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა დიდი სლემის ტურნირზე პირველი ოქრო მოიპოვა
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა დიდი სლემის ტურნირზე პირველი ოქრო მოიპოვა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T22:42+0400
2023-08-06T22:42+0400
2023-08-07T00:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276137409_0:0:3053:1717_1920x0_80_0_0_7248791c5611948b285ef90e28680706.jpg
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკში, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.ფინალში ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაამარცხა.ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება იყო. მაშინ უფრო ძლიერი ლუკა მაისურაძე იყო.გარდა ამისა, ილია სულამანიძემ (100კგ) და მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.ბუდაპეშტმა 4-6 აგვისტოს უმასპინძლა ძიუდოს ტურნირს Hungary Masters 2023, სადაც სპორტსმენები აგროვებენ ქულებს ოლიმპიური რეიტინგისთვის, რომლის შედეგების მიხედვითაც ისინი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოხვდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276137409_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_8292b288a21a0c975aecd6c685c68113.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა დიდი სლემის ტურნირზე პირველი ოქრო მოიპოვა
22:42 06.08.2023 (განახლებულია: 00:20 07.08.2023) საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკში, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალში ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაამარცხა.
ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება იყო. მაშინ უფრო ძლიერი ლუკა მაისურაძე იყო.
გარდა ამისა, ილია სულამანიძემ (100კგ) და მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.
ბუდაპეშტმა 4-6 აგვისტოს უმასპინძლა ძიუდოს ტურნირს Hungary Masters 2023, სადაც სპორტსმენები აგროვებენ ქულებს ოლიმპიური რეიტინგისთვის, რომლის შედეგების მიხედვითაც ისინი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოხვდებიან.