საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი. საქართველო-ისლანდია
კალათბურთი. საქართველო-ისლანდია - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2023
გამოწერა
ილიას ზუროსის გუნდმა იაპონიისკენ მიმავალ გზაზე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სა სამივე წააგო
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი რიგაში გამართა და ლატვიის გუნდთან ანგარიშით 57:82 წააგო.
ილიას ზუროსის გუნდმა იაპონიისკენ მიმავალ გზაზე ორი საკონტროლო თამაში უკვე ჩაატარა. იტალიაში საქართველოს გუნდმა ეგვიპტესთან – 76:81, ხოლო კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 წააგო.
მატჩი რიგაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, პირველ მეოთხედში ძალიან აქტიური იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც საწყის 10 წუთში 8 ქულა დააგროვა.
მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრების მხრიდან შეტევაში აქტიური იყო თორნიკე შენგელია. ილიას ზუროსის გუნდის შეტევითი სქემა, დიდწილად, კაპიტანის ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დაფუძნებული.
ლატვიელებმა მატჩის მესამე მეოთხედი შვიდქულიანი უპირატესობით დაიწყეს. საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, მაშინ როდესაც მეტოქე ბოლო მეოთხედის წინ შესვენებაზე გავიდა 20 ქულით და 17-ქულიანი უპირატესობით.
საბოლოო ჯამში ილიას ზუროსის გუნდი 25-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 14 ქულითა და 7 მოხსნით გიორგი შერმადინი იყო, 11 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიას.
საქართველოს ნაკრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატამდე:
12 აგვისტო (თბილისი) საქართველო – იორდანია
13 აგვისტო (თბილისი) საქართველო – ირანი/მონტენეგრო
14 აგვისტო (თბილისი) საქართველო – ირანი
22 აგვისტო (ოკინავა) საქართველო – ავსტრალია
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო-ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება: ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0