მოსაზრება: შეერთებულ შტატებს ვალში ყველაზე ძვირფასი წაართვეს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ნატალია დემბინსკაია
მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას ათწლეულების განმავლობაში ენიჭებოდა უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი. მაგრამ ვალის გაუთავებელი პრობლემებისა და ბიუჯეტში მზარდი დეფიციტის იგნორირება უკვე ძნელია. საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა 30 წლის განმავლობაში პირველად შეამცირა შეერთებული შტატების გადახდისუნარიანობა. თეთრი სახლი შოკშია. რით შემოუბრუნდებათ ეს ამერიკელებს, ამაზე „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს.

ამოუპირავი მადა

შეერთებული შტატების გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი AAA-დან AA+-მდე შემცირდა. ეს არ მომხდარა 1994 წლის შემდეგ.
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს მზადყოფნის შესაფასებლად – დროულად და სრულად შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები. ფაქტობრივად — დეფოლტის ალბათობა.
AAA ნიშნავს განსაკუთრებულ გადახდისუნარიანობას და ვალის გადახდის მინიმალურ რისკს. Fitch მას ყოველწლიურად ანიჭებდა აშშ-ს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმის აღიარება, რომ სიტუაცია გაუარესდა. ჯერჯერობით, უმნიშვნელოდ.
სააგენტომ ძირითადი მიზეზები დაასახელა: უზარმაზარი ვალის ტვირთი და შესაძლო სესხების ლიმიტის გაუთავებელი ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, რეცესიის შესაძლებლობა.
ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტორები „ძირს უთხრის ნდობას“ სახელმწიფოს გადახდისუნარიანობისა და ბიუჯეტის კონტროლის მიმართ.
„რეიტინგის დაწევა ასახავს ფისკალური პოზიციის მოსალოდნელ გაუარესებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მაღალი და მზარდი ზოგადი სახელმწიფო ვალის ტვირთსა და სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის ხარისხის გაუარესებას ბოლო ორი წლის განმავლობაში AA და AAA რეიტინგების მქონე თანაბარზომიერ ქვეყნებთან შედარებით“, — აცხადებენ Fitch-ში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გაკვირვებული დარჩა, Fitch-ის გადაწყვეტილებას უწყებამ უგუნური და შეუსაბამო უწოდა. თეთრ სახლშიც აღშფოთდნენ და განაცხადეს, რომ ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან სააგენტოს, რადგან მათ „მოძველებული მონაცემები“ გამოიყენეს.

მხოლოდ ციფრები

მაგრამ ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერს. ივნისში კონგრესმა ეროვნული ვალის ზღვარი, ხანგრძლივი ბატალიების შემდეგ, მშპ-ის 120 პროცენტამდე გაზარდა, რათა სესხის აღება განეგრძო. 2024 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 125% იქნება, 2025 წელს — 129%, 2028 წელს კი — 136%.
მეორე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 8,4 პროცენტს მიუახლოვდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ მხოლოდ რვა კვირაში 1,8 ტრილიონი დოლარით გაზარდა სახელმწიფო ვალი.
აშშ მარწუხებში მოექცა: დეფიციტის დასაფარად მეტი სესხის აღებაა საჭირო, ხოლო ვალის მომსახურების ხარჯებმა უკვე მიაღწია 970 მილიარდ დოლარს (მშპ-ის 3,6 პროცენტი).
„დაახლოებით ტრილიონი იხარჯება ობლიგაციებზე პროცენტის გადახდაზე. მალე ქვეყანაში შეგროვებული გადასახადების თითქმის ნახევარი სწორედ ამაზე წავა. 2024 წელს ვალის მომსახურება ბიუჯეტის შემოსავლების 15 პროცენტს წაიღებს", — აღნიშნავს Capital-ის პარტნიორი ევგენი შატოვი.
ანალიტიკოსის თქმით, მშპ-ის 120 პროცენტიანი ვალი 2,5-ზე მეტად აჭარბებს თანაბარზომიერი რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, მნიშვნელოვნად ზრდის ეკონომიკის დაუცველობას.
ეს ყველაფერი ეკონომიკაში „რბილი რეცესიის“ მოლოდინების ფონზე ხდება, რომელიც, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში დაიწყება.

ხანგრძლივი მოლოდინი

Fitch-ის გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა. როგორც ჩანს, ბოლო წვეთი იყო პოლიტიკური დისკუსიები ეროვნული ვალის ჭერის შესახებ.
სესხის აღების ლიმიტის გაზრდაზე ან გაყინვაზე შეთანხმების მიუღწევლობამ ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის მზადყოფნა, დროულად შეასრულოს ვალდებულებები, ხაზს უსვამს Capital Lab.
„პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, განსაკუთრებით სოციალურ პროგრამებზე, გადასახადების გაზრდა მდიდრებისთვის და კორპორაციებისთვის და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება საგადასახადო შემოსავლების გასაზრდელად. ფისკალური კონსოლიდაციის ღონისძიებების ერთობლიობა შეიძლება თანდათან დასტაბილურდეს და შეამციროს დავალიანება. მაგრამ ამას არავინ გააკეთებს“, — ამბობს BitRiver-ის ფინანსური ანალიტიკოსი ვლადისლავ ანტონოვი.

რისკები გაიზარდა

Fitch-ის გადაწყვეტილებას აშშ-ის საფონდო ბაზარი ვარდნით გამოეხმაურა, რასაც გლობალური საფონდო და სასაქონლო ბაზრები მიჰყვა. თუმცა, მთლიანობაში, რეაქცია თავშეკავებული იყო. მათ შორის, რუსეთშიც.
„დოლარი ინარჩუნებს „წყნარი ნავსაყუდელის“ სტატუსს, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი და განაკვეთები მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში კვლავაც მთავარ ორიენტირად რჩება ინვესტორებისთვის მთელ მსოფლიოში“, — განმარტავს ევგენი შატოვი.
სხვა საქმეა, რომ ეს უკიდურესად უარყოფითი სიგნალია ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ახლა აშშ-ის სუვერენულ ვალში ინვესტიციები აღარ მიიჩნევა ურისკოდ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0