https://sputnik-georgia.com/20230804/mcxeta-mtianetsi-saxelmwifos-kutvnili-miwebis-tarliturad-dauflebis-faqtebi-gamoavlines-280904554.html
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თაღლითურად მისაკუთრებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T13:31+0400
2023-08-04T13:31+0400
2023-08-04T19:29+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207782_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f3f1e5b7aae019f5ef1a2287148dfe4e.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათგან ერთი ყოფილი მოხელეა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოტყუებით დაირეგისტრირა საერთო ჯამში 2,5 მლნ ლარის ღირებულების 28.486 კვადრატული მეტრი ფართობის ოთხი მიწის ნაკვეთი. რვა ადამიანს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებას ედავებიან>>ბრალდებული ასევე შეეცადა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 2,5 მლნ ლარის ღირებულების 32.483 კვადრატული მეტრი ფართობის ხუთი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207782_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_382bc0fb7bdf6c71dbf630341210b8c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს
13:31 04.08.2023 (განახლებულია: 19:29 04.08.2023) მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თაღლითურად მისაკუთრებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათგან ერთი ყოფილი მოხელეა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.
გამოძიების
მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოტყუებით დაირეგისტრირა საერთო ჯამში 2,5 მლნ ლარის ღირებულების 28.486 კვადრატული მეტრი ფართობის ოთხი მიწის ნაკვეთი.
ბრალდებული ასევე შეეცადა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 2,5 მლნ ლარის ღირებულების 32.483 კვადრატული მეტრი ფართობის ხუთი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას.
გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.