სუროგატული დედობა საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

გამოწერა
საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია.
საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე – მან შეიძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც დაკავშირებულია ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებთან.
კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ", რომელიც ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მოამზადეს, პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
მინისტრის ვარაუდით, საკანონმდებლო ინიციატივამ შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს საქართველოს დემოგრაფიაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციისა და დონაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა წელიწადში, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ რა ვითარებაა სუროგაციასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0