მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ობამა ბაიდენს დახმარებას დაჰპირდა: გამჟღავნდა უცნობი შეხვედრის დეტალები

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. დონალდ ტრამპი შეიძლება იყოს იმაზე ბევრად ძლიერი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიდრე ეს ბევრ დემოკრატს წარმოუდგენია, მიაჩნია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
როგორც გაზეთი Washington Post წერს ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით, ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა პირადი შეხვედრისას განუცხადა მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენმა ობამას თეთრი სახლის რეზიდენციაში ივნისის ბოლოს უმასპინძლა ლანჩზე, რა დროსაც ყოფილი პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელახლა არჩევაში დაეხმაროს.
როგორც ირკვევა, ობამას რესპუბლიკელებს შორის ტრამპის მყარი პოზიციები აშფოთებს და არა ჯო ბაიდენის პოლიტიკური თავისებურებები.
WP-ის ცნობით, როგორც ობამას თანაშემწეები ამბობენ, ყოფილი პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ადრინდელ სცენარს გაიმეორებს.

„2020 და 2022 წლებში ობამამ დიდი მიტინგები ჩაატარა მერყევ შტატებში და ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის სხვა კანდიდატებისთვის შემოწირულობები შეაგროვა. <...> გარდა ამისა, ის ასევე ჩნდებოდა არატრადიციულ გარემოში, რაც ახალგაზრდა ამომრჩევლებთან დაკავშირებას ისახავდა მიზნად, მაგალითად, როგორებიცაა ESPN-ის მანინგკასტი Monday Night Football დროს, თანამშრომლობა TikTok ინფლუენსერებთან და ინტერვიუ NBA-ს ფინალში“, — წერს გამოცემა.

ობამას უფროსმა მრჩეველმა ერიკ შულცმა უარი თქვა ბაიდენი–ობამას ლანჩის კომენტარზე, თუმცაღა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის წინასაარჩევნო საქმიანობის ადაპტაციას მოახდენს, რათა „მისი ეფექტი მაქსიმალური გახადოს“.
წყარო: Washington Post
ყველა ახალი ამბავი
0