მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზაზე ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
გზატკეცილზე ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ერთი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მარნეული–სადახლოს გზაზე საშინელი ავტოავარია მოხდა, რის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაშავებულთა შორისაა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, Ford-ის მარკის ავტომობილი Opel Corsa-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0