იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში იუსტიციის სახლის ცენტრალური შენობა 09:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" უწყებაში.
ოთხშაბათს, დაახლოებით 16:00 საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ თბილისის ცენტრში მდებარე იუსტიციის სახლში ევაკუაცია განხორციელდა. შენობის შესასვლელები და მიმდებარე პერიმეტრი პოლიციის მიერ ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. უწყების თანამშრომლების განცხადებით, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც დაცვის სამსახურმა შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარების შემდეგ სამართალდამცველებმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.
იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა>>>
აღნიშნულ პერიოდში მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელი იყო იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებში, ასევე ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებში.
სანაპიროს ქუჩაზე მდებარე შენობაში იუსტიციის სახლის გარდა განთავსებულია ეროვნული ბანკი და ასევე ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
2023 წლისთვის იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0