ავტომობილების იმპორტი საქართველოდან - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ავტომობილების რეექსპორტის 98%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს. ნახევარ წელიწადში საქართველომ უცხოეთში 47.732 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი-ივნისში რუსეთი მეხუთე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.
საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის 1 აგვისტოდან შეზღუდა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, 26 სექტემბრიდან კი აიკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში. ავტომობილები 2023 წლის ექვს თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის სამეულში მოხვდა.
2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთში 53 მლნ დოლარის ღირებულების 3.786 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.
საქართველოდან ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს, სადაც ექსპორტირებულია 236 მლნ დოლარის ღირებულების 5.480 ავტომობილი.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, რომელმაც 2023 წლის ექვს თვეში 13.916 ავტომობილი შეიძინა, ასევე 236 მლნ დოლარის ღირებულების.
აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში>>>
მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, სადაც საქართველოდან 226 მლნ დოლარის ღირებულების 14.206 ავტომობილი გავიდა.
მეოთხე ადგილს სომხეთი იკავებს, სადაც 185 მლნ დოლარის ღირებულების 10.235 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.
2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველომ ჯამში 48.603 ავტომობილის რეექსპორტი განახორციელა. ამასთან, 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, ავტომობილების რეექსპორტი 23,1%-ით გაიზარდა და 27.384 ავტომობილი შეადგინა.
ავტომობილების რეექსპორტის 98%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს. ნახევარ წელიწადში საქართველომ უცხოეთში 47.732 მსუბუქი ავტომობლი გაყიდა.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ყველა ახალი ამბავი
0