https://sputnik-georgia.com/20230803/--------280835337.html
ყოფილმა რუსულმა წყვილმა საქართველოს სახელით პირველი ტურნირი მოიგო
ყოფილმა რუსულმა წყვილმა საქართველოს სახელით პირველი ტურნირი მოიგო
2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლას დაეთანხმა. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T16:24+0400
2023-08-03T16:24+0400
2023-08-03T19:58+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278293473_0:184:3238:2006_1920x0_80_0_0_2466b542bf90f6f1fdce6ff292ebab0d.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი აშშ-ში გამართული Lake Placid Ice Dance International-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირი Lake Placid Ice Dance International ნიუ-იორკში 31 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. დევისი-სმოლკინის წყვილმა საქართველოს სახელით ახალ სეზონში თავისი სადებიუტო გამოსვლა წარმატებით დაასრულა – მათ ორ ცეკვაში ჯამში 191,82 ქულა დააგროვეს (74,35 ქულა მოკლე პროგრამა და 117,47 ქულა თავისუფალი პროგრამა). მეორე ადგილზე გავიდა უნა და გეიჯ ბრაუნების წყვილი (180,66; 75,26 + 105,40), მესამე ადგილი კი დაიკავეს მათმა თანამემამულეებმა ევა პეიტმა და ლოგან ბაიმ (177,95; 72,78 + 105,17). დიანა დევისს, რომელიც ცნობილი რუსი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია, ამერიკის და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. მისი პარტნიორი, მსახიობ ბორის სმოლკინის ვაჟი კი ისრაელის მოქალაქეა. სპორტსმენები რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები არიან. წყვილმა 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა. დევისი-სმოლკინის წყვილმა 2022/23 სეზონზე სმოლკინის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყველა შიდარუსული ტურნირი გამოტოვა. ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლიზმა ზაფხულში განაცხადა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. 2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლას დაეთანხმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278293473_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_ddb524c552305ed283f3c96b0cdd598d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ყოფილმა რუსულმა წყვილმა საქართველოს სახელით პირველი ტურნირი მოიგო
16:24 03.08.2023 (განახლებულია: 19:58 03.08.2023) 2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლას დაეთანხმა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი აშშ-ში გამართული Lake Placid Ice Dance International-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ტურნირი Lake Placid Ice Dance International ნიუ-იორკში 31 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.
დევისი-სმოლკინის წყვილმა საქართველოს სახელით ახალ სეზონში თავისი სადებიუტო გამოსვლა წარმატებით დაასრულა – მათ ორ ცეკვაში ჯამში 191,82 ქულა დააგროვეს (74,35 ქულა მოკლე პროგრამა და 117,47 ქულა თავისუფალი პროგრამა).
მეორე ადგილზე გავიდა უნა და გეიჯ ბრაუნების წყვილი (180,66; 75,26 + 105,40), მესამე ადგილი კი დაიკავეს მათმა თანამემამულეებმა ევა პეიტმა და ლოგან ბაიმ (177,95; 72,78 + 105,17).
დიანა დევისს, რომელიც ცნობილი რუსი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია, ამერიკის და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. მისი პარტნიორი, მსახიობ ბორის სმოლკინის ვაჟი კი ისრაელის მოქალაქეა. სპორტსმენები რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები არიან. წყვილმა 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა.
დევისი-სმოლკინის წყვილმა 2022/23 სეზონზე სმოლკინის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყველა შიდარუსული ტურნირი გამოტოვა. ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლიზმა ზაფხულში განაცხადა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
2023 წლის ივნისში რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი დუეტის საქართველოს ნაკრებში გადასვლას დაეთანხმა.