საქართველოს აეროპორტები: მგზავრთნაკადი, პარტნიორები და მიმართულებები - ახალი სტატისტიკა

გამოწერა
მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,5 მლნ-მდე მგზავრს უმასპინძლეს
რაც შეეხება ნახევარი წლის მონაცემებს კონკრეტული აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1.566.251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 667.305 მგზავრს, ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 236.444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით აღდგენა 96%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0