https://sputnik-georgia.com/20230803/----------280831873.html
ტყვია სისხლში - საქართველოში ტყვიის ზედამხედველობის ეროვნულ სისტემაზე მუშაობენ
ტყვია სისხლში - საქართველოში ტყვიის ზედამხედველობის ეროვნულ სისტემაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T15:43+0400
2023-08-03T15:43+0400
2023-08-03T19:49+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280826720_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_2d5a63887ece384472ab1102f7882e64.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ტყვიის ზედამხედველობის ეროვნულ სისტემას, რომლის დახმარებითაც სპეციალისტები მონიტორინგს გაუწევენ იმ ბავშვების მდგომარეობას, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმლების უკმარისობას და სხვ. ბავშვთა ჯანმრთელობაზე ტყვიის ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში ცენტრის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდი შეასწავლეს – აღნიშნული ლაბორატორია შეაფასებს ტყვიის შემცველობას კაპილარულ სისხლში.ტყვიით მოწამვლა საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამჟამად უწყება მუშაობს ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიმართულია ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრისკენ. ეს ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურებული წყაროების კვლევას. სპეციალისტთა კვლევების მიხედვით, ტყვიის შემცველობის განსაკუთრებით მაღალი დონე დაფიქსირდა ქვეყნის ოთხ რეგიონში – აჭარიაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში. 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდისგან მიიღო სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სისხლში, წყალში, საკვებში და ა.შ. ტოქსიკური ლითონის შემცველობის გამოსავლენად. მოწყობილობა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით იქნა შეძენილი. 2019 წელს საქართველოში 2-7 წლის 1,5 ათასზე მეტი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა გამოიკვლიეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა – 5 μg/dL-ზე მეტი, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში ნორმად მიჩნეულ მაჩვენებელს. ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც. შემდგომში ის ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ტყვია ონკოლოგიურ დაავადებებსაც იწვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280826720_0:0:1819:1364_1920x0_80_0_0_0bb98a9c41d51f159479e7fcfaa9c29d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ტყვია სისხლში - საქართველოში ტყვიის ზედამხედველობის ეროვნულ სისტემაზე მუშაობენ
15:43 03.08.2023 (განახლებულია: 19:49 03.08.2023) ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ტყვიის ზედამხედველობის ეროვნულ სისტემას, რომლის დახმარებითაც სპეციალისტები მონიტორინგს გაუწევენ იმ ბავშვების მდგომარეობას, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმლების უკმარისობას და სხვ.
ბავშვთა ჯანმრთელობაზე ტყვიის ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის ფარგლებში ცენტრის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდი შეასწავლეს – აღნიშნული ლაბორატორია შეაფასებს ტყვიის შემცველობას კაპილარულ სისხლში.
ტყვიით მოწამვლა საქართველოში
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამჟამად უწყება მუშაობს ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიმართულია ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრისკენ. ეს ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურებული წყაროების კვლევას. სპეციალისტთა კვლევების მიხედვით, ტყვიის შემცველობის განსაკუთრებით მაღალი დონე დაფიქსირდა ქვეყნის ოთხ რეგიონში – აჭარიაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
2020 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდისგან მიიღო სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სისხლში, წყალში, საკვებში და ა.შ. ტოქსიკური ლითონის შემცველობის გამოსავლენად.
მოწყობილობა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით იქნა შეძენილი.
2019 წელს საქართველოში 2-7 წლის 1,5 ათასზე მეტი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა გამოიკვლიეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა – 5 μg/dL-ზე მეტი, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში ნორმად მიჩნეულ მაჩვენებელს.
ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც. შემდგომში ის ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ტყვია ონკოლოგიურ დაავადებებსაც იწვევს.